მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:11

10. ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.11. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
11. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიხუნა იესუ პურნი იგი, ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს; და ეგრეთვე თევზთა მათგანნი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი“ (6,11-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაოდენი განყოფილებაჲ არს შორის მონათა და მეუფისა? რამეთუ მათ ზომითა აქუნდა მადლი და ესრეთ იქმოდეს სასწაულთა, ხოლო ღმერთი უშურველითა ძალითა იქმს ყოველსავე. ხოლო დაშთა ნეშტი იგი, - არა თუ ამისთჳს ქმნა, რაჲთამცა იხილეს კაცთა, არამედ რაჲთა არავინ თქუას, თუ: უცნებაჲ იყო საქმჱ იგი, ამისთჳსცა წინამდებარისა ნივთისაგან ქმნა იგი. ხოლო რაჲსათჳს, რომელ მოწაფეთა ეტჳრთა გოდრები? ამისთჳს, რამეთუ ენება, რაჲთამცა კეთილად სწავლულ იქმნნეს იგინი, რომელთა ეგულებოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის