მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 6:10

9. არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე?10. ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.11. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 6
10. ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის ფარისეველთა და სხუათა ჰურიათა უკეთურებისათჳს მივიდა გალილეას, რაჲთამცა შური და რისხვაჲ მათი დაშრიტა, და აწ კუალად წიაღჴდა ზღუასა მას და წარვიდა მთად კერძო.

„და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა“. გარნა არა იტყჳს მახარებელი თჳთოეულად სასწაულთა მათ, რამეთუ ამან ისწრაფა, რაჲთამცა უფროჲსად სწავლანი უფლისანი, რომელნი ჰრქუნა ჰურიათა, იგინიმცა მოგჳთხრნა. და აჰა ესერა წელიწდისაჲ მის არარაჲ სასწაული თქუა, გარნა ოდენ განრღუეულისაჲ მის და ძისა სამეუფოჲსა მის კაცისაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო ყოველთა სასწაულთა მისთა თქუმაჲ....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის