მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:9

8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).:

...ი: რომელნიმე იტყჳან, თუ: ესე არს, რომლისათჳსცა მათეცა იტყჳს. და არა ესე არს, რამეთუ მას მრავალნი ჰყვეს მოღუაწენი, რომელთა მოიყვანეს უფლისა, ხოლო ამას არცა ერთი აქუნდა; მან არაჲ ჰრქუა უფალსა, ხოლო ამან ყოველივე ცხორებაჲ თჳსი მიუთხრა; და ესე შაბათსა განკურნა, ხოლო იგი - სხუასა დღესა; და იგი სახლსა შინა განკურნა, ხოლო ესე - საბანელსა თანა; და მას ჰრქუა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ხოლო ამას ეტყოდა: „იხილე, ნუ კუალად სცოდავ“; და ჰურიანი აქა შაბათისათჳს დრტჳნვიდეს, ხოლო მუნ გმობასა სწამებდეს.

ხოლო შენ იხილე უფლისა სახიერებისა მიუწდომელობაჲ, ვითარმედ არა თუ ოდენ განკურნა, არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმოდა: და პურთა მათ ზედა რაჲთა არა თქუან, თუ: უცნებაჲ იყო, ამისთჳს ფრიადი ნეშტი დააშ-თინა; და კეთროვანსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა“,...

სრულად ნახვა