თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს წმიდათა წერილთაგან სარგებელი, და თჳთოსახეთა წამალთა საუნჯე არიან საღმრთონი სიტყუანი, გინა თუ ზუაობისა წამალსა ეძიებდე, ანუ თუ გულისთქუმისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ მწუხარებისა, ყოველივე მათ შინა იპოვების. რამეთუ ვინმცა იყო შეჭირვებული ანუ სიგლახაკისაგან, ანუ გრძელისა სნეულებისა, და აღმოიკითხამცა წინამდებარჱ ესე სიტყუაჲ, არამცა ნუგეშინის-ეცა? რამეთუ ოცდაათრვამეტსა წელსა იყო სენსა მას შინა, და რაჲ წელ ჰხედვიდა სხუათა კურნებასა, და იგი არა უსასო იქმნა და არცა წარვიდა. ისმინე სიტყუაჲ მისი, ვითარ არარაჲ თქუა დრტჳნვით, არცა რისხვით, არამედ სიმშჳდით მიუგო, და არცაღა იცოდა, თუ ვინ არს, რომელი ეტყჳს მას, ანუ თუ განკურნებაჲ მისი ეგულების. ხოლო ისმინე, თუ რაჲ ჰრქუა უფალმან:
სახარებაჲ იოვანესი 5:7
...სნის. არამედ მაშინ უძლურებაჲ დამაყენებელ იქმნებოდა განკურნებისა, რომელსა-იგი ენების განკურნების, ხოლო აწ უფალ არს თჳთოეული საქმისა ამის ქმნად, რამეთუ არა ანგელოზი არს აღმძრველ წყლისა, არამედ ანგელოზთა მეუფჱ. აწ არღარა არს ამის სიტყჳსა თქუმაჲ, თუ: „კაცი არა მაქუს. და ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა მივალს“, რამეთუ დაღაცათუ ყოველი სოფელი მოვიდეს, არა დაილევის მადლი იგი, არამედ ვითარ არს, ეგრეთვე ჰგიეს, და ვითარცა მზისა ნათელი მარადის ბრწყინავს და არაოდეს დაილევის, ეგრეთვე უფროჲსად ესე მადლი არს სულისა წმიდისაჲ და არაოდეს მოაკლდების სიმრავლისაგან მიმღებელთა მისთაჲსა. და იქმნებოდა იგიცა საქმე, რაჲთა გულისხმა-ყონ კაცთა, ვითარმედ უკუეთუ ჴორციელთა სნეულებათა განსწმედს წყალი, სულიერთაცა სამე ძალ-უც ღმერთსა წყლისა მიერ განწმედაჲ.
ხოლო რაჲსათჳს ყოველნი დაუტევნა უფალმან და მისა მივიდა, რომელსა აქუნდა ოცდაათრვამეტი წელი? გარნა ამისთჳს, რაჲთა ცნან ყოველთა სიმრავლჱ მოთმინებისა მისისაჲ, რომელი საკჳრველ იყო, რამე-თუ ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, და ვერ განიკურნა, და ჯერეთ მუნვე მოთმინე იქმნებოდა და არა განეშორებოდა და არცა მოიგონებდა, თუ ვინაჲთგან ესეზომთა ამათ ჟამთა ვერ ეწიფა შთასლვაჲ, არცა ამიერი...
...თი გაქუს. არა გაქუს კაცი, რაჲთა შთაგაგდოს საბანელსა მას? არამედ გაქუს ქრისტე, რომელმან არა საჴმარ-გიყოს ყოვლადვე საბანელი იგი პროვატიკისაჲ; არა გაქუს კაცი, რომელმან გიღუაწოს? არამედ გაქუს, რომელმან გიბრძანოს: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“
არა გაქუს თქუმად, თუ: „ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის“, რამეთუ გენებოს თუ შთასლვად წყაროსა მას, არავინ გაყენებს, არა განილევის, არცა მოუძლურდების მადლი იგი. წყაროჲ არს სამარადისოდ აღმომცენარე, სავსებისა მისისაგან ყოველნი განვიკურნებით სულით და ჴორცით. მოუჴდეთ უკუე და შეუვრდეთ მას, რაჲთა ვცხონდეთ.
რააბ მეძავი იყო და ცხონდა სინანულითა; ავაზაკი კაცისმკლველი იყო და სამოთხისა მოქალაქე იქმნა, ხოლო იუდა მოძღუარსა მას სახიერსა თანა იქცეოდა და წარწყმდა; და ავაზაკმან ჯუარსა ზედა მოწფობაჲ ქრისტესი მოიტაცა.
ესრეთ არიან საქმენი ღმრთისანი დიდებულ და საკჳრველ. ამას ესევითარსა გულისჴმა-ჰყოფდი და ნუ სასოწარკუეთილ ხარ, არამედ მარადის სასოებით განიფრთხობდი ძილისა მისგან მცონარებისა. იპყარ გზაჲ იგი სინანულისაჲ, ვიდოდე უცონელად და ისწრაფე შესლვად, ვიდრე კარი გან-ღებულ არს, პირველ დაჴშვისა შეისწრაფე.
მცირე არს საწუთროჲ ესე, და შრომაჲ სინანულისაჲ - მოკლე. დაღაცათუმცა დიდ იყო და გრძელ, არცა ეგრეთ ჯერ-იყ...