მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:6

5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა.6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო?7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).:

...ა მას იერუსალჱმისასა მდებარე იყო, ხოლო ესე - კაპერნაუმს; მას ოცდაათრვამეტი წელი აქუნდა, ხოლო ამისთჳს ესევითარი არარაჲ თქუმულ არს. მას მსახური არა ჰყვა, ხოლო ამას ჰყვეს მოღუაწენი, რომელთაცა ეტჳრთა იგი, და მოიყვანეს უფლისა; ამას ჰრქუა: „შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, ხოლო მას ეტყოდა: „გნებავსა, რაჲ-თა განიკურნო?“ იგი განკურნა შაფათსა შინა, ხოლო ესე არა შაფათსა შინა ქმნა; უკუეთუ არა, აქაცამცა ებრალა ჰურიათა. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ ერთისათჳს იტყოდეს მათე და იოვანე, და შეცვალებისა მისთჳს თქუმულთაჲსა შეჰრაცხონ ცილობად სიტყუაჲ მათი; არამედ უწყოდინ, ვითარმედ მათე და მარკოზ და ლუკა ერთისა ამისთჳს წარმოიტყჳან, ხოლო რომელი-იგი იოვანეს სახარებასა შინა წერილ არს, სხუაჲ არს და არა ესე.

გულისჴმა-ყავთ უკუე სიმდაბლე მეუფისაჲ და სახიერებაჲ, რამეთუ პირველ, იხილა რაჲ შეკრებაჲ ერისა მის ფრიადისაჲ, წიაღვლო მიერ; მერმე, ჰრქუეს რაჲ გერგესეველთა მათ წარსლვად საზღვართაგან მათთა, წარვიდა სახიერებით და არარას წინააღუდგა; და ენება რაჲ წიაღსლვაჲ ზღჳსაჲ მის, ნავად აღვიდა, რომელსა ეძლო ფრჴივცა წიაღსლვაჲ. რამე-თუ არა უნდა მარადის უაღრეს ბუნებისა კაცთაჲსა ქმნად საკჳრველებისა, რაჲთა არა ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ არაჭეშმარიტად შეჰრაცხონ.

ხოლო გა...

სრულად ნახვა