მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:46

45. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.46. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.47. უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს?
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
46. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ადამიანი — ქმნილების გვირგვინი და მეფე (1:26):

...საქმითვე აჩვენა, რა პატივით აღავსო ეს არსება. მაგრამ ვკითხოთ იუდეველს და ვნახოთ, რას იტყვის იმის შესახებ, ვის ეთქვა: „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა". ეს მოსეს წერილია, რომელიც მათ, როგორც ამბობენ, სწამთ, მაგრამ (სინამდვილეში) არ სწამთ, როგორც ქრისტემაც თქვა: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა" (). ასე რომ, ასოები — მათთანაა, აზრი კი — ჩვენთან. ვის ეთქვა „ვქმნეთ კაცი" და ვის სთავაზობს უფალი ასეთ თათბირს? ეს არა იმიტომ, რომ მას თათბირი და მსჯელობა სჭირდებოდეს; არა, ამ გამოთქმის წესით ის გვიჩვენებს ჩვენ იმ უჩვეულო პატივს, რომელსაც შესაქმნელი ადამიანისთვის იჩენს. რას ამბობენ ესენი (იუდეველები), რომელთაც დღემდე საბურველი აქვთ გულებზე და არ სურთ ამ სიტყვების აზრის გაგება? ისინი ამბობენ, რომ (ღმერთმა) ეს ანგელოზს ან მთავარანგელოზს უთხრა. ვაი, უგუნურება! ვაი, დიდი უსირცხვილობა! როგორ შეიძლება, რომ ანგელოზი შევიდეს თათბირში უფალთან, ქმნილება — შემოქმედთან? ანგელოზთა საქმე არა ისაა, რომ თათბირში შევიდნენ (ღმერთთან), არამედ ის, რომ წინაშე იდგნენ და ემსახურონ. რომ ამაში დარწმუნდე, მოისმინე, რას ამბობს ხმამაღალი ესაია უმაღლესი ანგელოზური ძალების შესახებ: რომ ხილვაში იხილა ქერუბიმნი, ღმერთის მარჯვნივ მდგომნი, და სერაფიმნი, ფრთებით პ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ მოწაფჱ მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ“ (9,28).:

...ჰრქუეს მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ მოწაფჱ მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ“ (9,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოსესნი იყვენით, ქრისტესნიცამცა იყვენით; არამედ არცა მოსესნი ხართ, არცა ქრისტესნი. ამისთჳს პირველვე ქრისტჱ ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მოსე გრწმენა, ჩემიცამცა გრწმენა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცით ჩუენ, ვითარმედ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“ (9,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ იცით, ანუ ვინ გითხრა? მშობელთა ჩუენთაო. და მშობელთა არა უსარწმუნოეს არსა, რომელი ესეოდენთა სასწაულთა მიერ დაამტკიცებს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოსრულ არს და ზეცისასა იტყჳს? და არა თქუეს, თუ: გუასმიეს, არამედ „ვიცითო“. სმენილსა ვი-თარცა ხილულსა იტყჳან ცნობად და რომელი უხილავს, იგი უდარეს სმენილისა აქუს; რამეთუ იგი არა ეხილვა, არამედ ასმიოდა, ხოლო ესე არა ასმიოდა, არამედ ეხილვა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო კაცმან მან, ვითარმედ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი ჩემნი“ (9,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ კაცი არასაჩინოჲ წინაშე თქუენსა, არცა დიდებული თქუენ მიერ ეგევითართა საქმეთა იქმს, ვიდრეღა საცნაურ არს ყოვლით კერძო, რამეთუ ღმერთი არს, და არცა ერთი ეჴმარების კაცთამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...იგი მისლვაჲ მისა, ვინაჲთგან რომელსა-იგი ქადაგებდა, მისი არა ჰრწმენა, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „გურწამს რჩული მოსესი და სიტყუანი წინაწარმეტყუელთანი“, არამედ მათიცა თქუა, ვითარმედ: „არა ჰრწმენა“, ვინაჲთგან არა შეიწყნარეს მათ მიერ ქადაგებული იგი, ვითარცა იტყჳს: „უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა“; და კუალად: „გამოეძიებთ წიგნთა და ჰგონებთ თავ-თა თქუენთა, ვითარმედ ცხორებაჲ გაქუს საუკუნოჲ; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, და არა გინებს მოსლვად ჩემდა“. და კუალად ამისა შემდგომად ჰკითხა რაჲ უფალმან, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ იტყოდეს იგინი: „უკუეთუ ვთქუათ: ზეცით, გურქუას ჩუენ: და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა მის“.

ამის უკუე ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ მივიდეს მისა და ნა-თელ-იღეს, გარნა სარწმუნოებასა მას ზედა ქადაგებისა მისისასა არა დაადგრეს; ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე გამოაჩინებს უკეთურებასა მათსა, ვითარმედ: „მიავლინეს ჰურიათა კითხვად მისა, ვითარმედ: ვინ ხარ შენ? ელია ხარა შენ ანუ ქრისტე ხარა?“

სრულად ნახვა