მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:45

44. ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ.45. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.46. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
45. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).:

...გამოეძიებდით წერილთა“; და კუალად იტყჳს, ვი-თარმედ: „წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა“; და კუალად, ვითარმედ: „ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ“; და კუალად: „მოსე შეგასმენსო“; და აქა უკუე იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, ვი-თარცა თქუა წიგნმან, ესევითარისა მისგან გამოდიოდიან მუცლისაგან მისისა (რომელ არს გული) მდინარენი წყლისა ცხოველისანი“, რამეთუ სიმდიდრესა მას და უშურველობასა მას მის მადლისასა მოასწავებდა; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „წყაროჲ წყლისა მდინარისაჲ ცხორებად საუკუნოდ“, ესე იგი არს, ვითარმედ მრავალი აქუნდეს მას მადლი. ხოლო სხუასა ადგილსა „ცხორებასა საუკუნესა“ იტყჳს მოქმედსა მას. რამეთუ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ რაჟამს გონებასა შინა კაცისასა დაემტკიცოს, უმეტეს ყოვლისა წყაროჲსა აღმოეცენების და არა მოაკლდების, არცა დაცალიერდების, არცა დასწყდების; და რაჲთამცა მოუკლებელობაჲცა იგი მისისა მადლისაჲ მოასწავა და მიუწდომელობაჲცა, ამისთჳს წყაროდ წყლისა და მდინარედ სახელ-სდვა, არა ერთად მდინარედ, არამედ მრავლად და ურიცხუად, და კუა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვამხილებ მას, რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ არიან“ (7,7).:

...ბრივისა დიდებისა ძიებისაგან, რომელ არაოდეს დავსცხრები მხილებად მათა, რომელმან ესე ვიცი, ვითარმედ შური იშვების მის მიერ და სიძულილი და სიკუდილი შეიმზადების. და თუ იტყჳთ, თუ ოდეს ვამხილე, მითხართ, თუ ოდეს დავსცხერ მხილებისაგან? არა ვეტყოდეა: „ნუ ჰგონებთ, თუ მე შეგასმინენ თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე“; და: „მე გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს“; და: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ ;

ხოლო სიტყუათა ამათ მიერ სხუასაცა მოასწავებს, ვითარმედ ამის მიერ იქმნებოდა სიძულილი მათი მისა მიმართ, რომელ ესრეთ კადნიერებით ამხილებდა, და არა მისგან, რომელ შაბათსა დაჰჴსნიდა. ხოლო რაჲსათჳს მათ წარავლინებს დღესასწაულად და ეტყჳს, ვითარმედ: „აღვედით თქუენ დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ აწ“ (7,8)? ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ეჴმარებიან მას იგინი, არამედ ვინაჲთგან მათ არა ჰნებავს მის თანა ყოფაჲ, მიუშუებს ყოფად საქმეთა მათ ჰურიათაჲსა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: არა აღმოვალო? არა თქუა, თუ: ა...

სრულად ნახვა