მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:42

41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვამხილებ მას, რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ არიან“ (7,7).:

...ბის მის მიერ და სიძულილი და სიკუდილი შეიმზადების. და თუ იტყჳთ, თუ ოდეს ვამხილე, მითხართ, თუ ოდეს დავსცხერ მხილებისაგან? არა ვეტყოდეა: „ნუ ჰგონებთ, თუ მე შეგასმინენ თქუენ მამასა; არს შემასმენელი თქუენი მოსე“; და: „მე გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს“; და: „ვითარ ძალგიც რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ ;

ხოლო სიტყუათა ამათ მიერ სხუასაცა მოასწავებს, ვითარმედ ამის მიერ იქმნებოდა სიძულილი მათი მისა მიმართ, რომელ ესრეთ კადნიერებით ამხილებდა, და არა მისგან, რომელ შაბათსა დაჰჴსნიდა. ხოლო რაჲსათჳს მათ წარავლინებს დღესასწაულად და ეტყჳს, ვითარმედ: „აღვედით თქუენ დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ აწ“ (7,8)? ამისთჳს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა ეჴმარებიან მას იგინი, არამედ ვინაჲთგან მათ არა ჰნებავს მის თანა ყოფაჲ, მიუშუებს ყოფად საქმეთა მათ ჰურიათაჲსა. ხოლო რაჲსათჳს აღვიდა, ვინაჲთგან ეთქუა, თუ: არა აღმოვალო? არა თქუა, თუ: არა აღმოვალ, არამედ: „აწო არა აღმოვალ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს“ (7,8)...

სრულად ნახვა