მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:41

40. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს.41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარდამოვჴედ, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“ (6,38).:

...ავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგანი“ (6,39). და აქა გამოაჩინებს, ვითარმედ არა მას ეჴმარების მათი მორჩილებაჲ, არცა თავისა თჳსისათჳს მოსრულ არს, არამედ მათისა ცხორებისათჳს, და არცა მათმიერისა პატივისათჳს, ვი-თარცა-იგი პირველ იტყოდა, ვითარმედ: „დიდებასა კაცთაგან არა მოვი-ღებ“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“. რამეთუ მარადის ამას ზედა იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ მათისა ცხორებისათჳს მოსრულ არს, და რაჲთა დიდებაჲ მოატყუას მამასა, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს. და ვითარმედ ამისთჳს იტყოდა, ესე შემდგომთა მათ სიტყუათა მიერ მოასწავა, რამე-თუ: „რომელი იქმოდისო ნებასა თჳსსა, იგი დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებს, ხოლო რომელი ეძიებდეს დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და არა არს მის თანა სიცრუვჱ“.

„ხოლო ესე არს ნებაჲ მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ჰხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (6,40). ხოლო რაჲსათჳს აქცევს ესრეთ აღდგომასა ზე და ქუე? ამისთჳს, რაჲთა არა ამის საწუთროჲსა საქმეთა ზედა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, განეშორა და წარვიდა იგი მარტოჲ“ (6,15).:

...ს“, ; ; ; მეუფებასა ზეცისასა იტყოდა და არა ქუეყანისასა. ამისთჳს უფალმან თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“.

სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ

ვისწავოთ უკუე, საყუარელნო, შეურაცხებაჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“. ხოლო რაჲ არს უდარეს ყუავილისა და თივისა? დაღაცათუმცა არა ამაოჲ იყო, სულსა რაჲმცა არგო? არარაჲ! რამეთუ ავნებსცა უზომოდ და მონათა მონა-ჰყოფს მეძიებელთა მისთა. ხოლო არა უმჯობეს არსა აზნაურებაჲ, ვიდრე მონებაჲ, აზნაურებაჲ კაცთაგან და მონებაჲ ღმრთისაჲ? და უკუეთუ გიყუარს დიდებაჲ, უკუდავი იგი დიდებაჲ გიყუარდინ, რომლისა სარგებელი ფრიად არს, რამეთუ უკუდავ არს დიდებაჲ იგი.

რაჲ უკუე უმჯობეს...

სრულად ნახვა