...თუ ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ვითარმედ იხილეს ღმერთი, არამედ ვერცა სადა მათ იხილეს ბუნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ხილვანი, განყოფილებით ქმნულნი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“; და კუალად უფალი იტყჳს: „არცა ჴმაჲ მისი გასმიეს, არცა პირი მისი გიხილავს“; და კუალად წერილ არს: „არავინ იხილოს პირი ჩემი და ცხოვნდეს“; ხოლო ქრისტემან მხილებისსახედ ჰრქუა მას: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე?“ და იგი მამასა ეძიებდა ხილვად, არამედ ესე არს, რომელი ვთქუ, ვითარმედ ოდენ ძეობასა შინა ჰგიეს, ყოვლითურთ თავსა შორის თჳსსა აჩუენებს მამასა. განყვნა უკუე თჳთებანი და თქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარმედ თჳთ არს მამაჲ და ძჱცა. რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არამცა ეთქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო ვინაჲთგან იტყოდა ფილიპე, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს“, ვითარმცა იგი ეხილვა, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ არცა იგი იცის. რამეთუ უკუეთუმცა იგი იცოდა, მამაჲცამცა იცოდა. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არც...
სახარებაჲ იოვანესი 5:37
36. ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე.37. და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ.38. და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გრწამს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5