მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:32

31. უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ.32. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს.33. თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
32. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“ (1,7).:

...ჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“? და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, და იოვანეს მოასწავებდა. გარნა გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ ესე, რამეთუ უფალი ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „წამებასა კაცთა მიერ არა მოვიღებ“, და კუალად ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს“. და რაჲთა არა თქუან უგულისხმოთა, ვითარმედ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების, ამისთჳს მეყსეულად განკურნა იჭჳ იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ამას ვიტყჳ თქუენთჳს, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“, ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: ვინაჲთგან ღმერთი ვარ და ძჱ ღმრთისაჲ და უხრწნელისა მის ბუნებისა თანაარსი, არავისგან მეჴმარების წამებაჲ. დაღაცათუ არავინ წამებდეს ჩემთჳს, არავე დამაკლდების არსებასა ჩემსა. ხოლო ვინაჲთგან ცხორებასა მრავალთასა ვეძიებ, ამისთჳს ამას სიმდაბლესა მოვედ, ვიდრეღა კაცთა მივეც ჩემთჳს წამებაჲ. რამეთუ უძლურებისა მისთჳს ჰურიათაჲსა და უბადრუკებისა მათისა იქმნა ესე ყოველი, რაჲთა ადვილად ჰრწმენეს, არამედ...

სრულად ნახვა