თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი თუალთა ოქროჲსა გამოსაღებელთა ეძიებდეს და იყოს ჴელოვნებისა მის გამოუცდელ, სარგებელი არარაჲ პოვოს, ვერცა ოქროჲ გამოიღოს, არამედ ცუდი ოდენ შრომაჲ თავს-იდვას. ეგრეთვე რომელთა არა იცოდიან წესი წმიდათა წერილთაჲ და ჩუეულებაჲ და ძალსა მათსა ეძიებდენ, იგინი ოქროსა მიწასა შინა აღჰრევენ, და არაოდეს პოვონ მათ შინა მყოფი იგი საუნჯჱ უცბებითა. ხოლო ესე ამისთჳს ვთქუ, რამეთუ წინამდებარესა ამას სიტყუასა შინა ოქროჲ ფრიადი არს, გარნა არა საჩინოჲ, არამედ დაფარული; ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა ვიღუაწოთ, ვიდრემდის ვპოვოთ. რამეთუ ვინ არამცა განკჳრდა, რომელსა ესმოდის ქრისტჱსი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? <span...
სახარებაჲ იოვანესი 5:31
...ენისა აბრაჰამისა?“ და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა ჰრქუა, თუ: ჰე, უზეშთაეს ვარ, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო“? ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისი? გარნა მათა მიმართ არს არარაჲ, რამეთუ ვი-თარცა სხუასა ადგილსა იტყჳს: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, და მათისა მის დაბრმობილისა გონებისათჳს თქუა იგი, ეგრეთვე ესე მათისა გულისსიტყჳსათჳს მიუგო, ვითარმედ: „არს, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს, და არა იცით იგი“ (8,54-55). რამეთუ ენება ჩუენებად, ვითარმედ არა ოდენ მამად არა იციან, არამედ ღმრთადცა არა იციან იგი. „ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვი-თარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო, ვითარცა თქუენ, მტყუვარ“ (8,55). საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ არა ესე არს ტყუვილ, თუ: „ვიცი იგი“, არამედ ესე, თუ: „არა ვიცი“, არს ტყუვილ. ხოლო თქუენ დაღაცათუ იტყჳთ, ვი-თარმედ: ვიცით იგი, სტყუვით, ეგრეთვე მე, უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი. არამედ ვითარცა მე ვიცი იგი ჭეშმარიტებით, ეგრეთვე თქუენ უმეცარ ხართ მისა. ხოლო ვითარცა აბრაჰამისთჳს არა ყოველივე სიტყუაჲ მათი უკუნაქცია, არამედ თქუა: „ვიცი, ვითარმედ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ“, რაჲთამცა უმეტესი შესმენაჲ მოაწია მათ ზედა ამით სიტყჳთა,...
...უაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“, გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო; და კუალად თქუა: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ იჭჳსაებრ მსმენელთაჲსა მიუგებდა სიტყუასა. ეგრეთვე ამას კაცობრივ იტყჳს, იჭჳსაებრ მისისა. ხოლო რაჟამს თქუა, თუ: „არავინ არს სახიერ“, არა თუ თავი თჳსი განაყენა სახიერებისაგან. ნუ იყოფინ! არამედ „არავინ არსო სახიერ“, ესე იგი არს, კაცთაგანი არავინ არს სახიერ. და ესეცა თუ თქუა, არცა თუ კაცნი განაყენნა სახიერებისაგან, გარნა შემსგავსებულად სახიერებასა ღმრთისასა არავინ არს კაცთაგანი. ამისთჳს შესძინა: „გარნა მხოლოჲ ღმერთიო“. არა თქუა, თუ: მამაჲ ხოლო ჩემი, არამედ: „მხოლოჲ ღმერთი“, რამეთუ ძეცა ეგრეთვე ღმერთ არს, ვითარცა მამაჲ, და განუყოფელ არს მისგან ღმრთეებითა სულით წმიდითურთ; ვითარცა უკუე ღმრთეებითა განუყოფელ არს წმიდაჲ სამებაჲ, ეგრეთვე სახიერებითა.
ვინაჲთგან უკუე აჩუენა ჭაბუკმან მან გულსმოდგინებაჲ და ცხორებისათჳს საუკუნოჲსა ჰკითხა, ამისთჳს აღამაღლებს გონებასა მისსა და ასწავებს, რაჲთა ყოვლისავე კაცობრივის...