მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:30

29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.30. არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.31. უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
30. არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...თუ მარადის ესრეთ იქმს: იწყებს სიტყუათაგან მდაბალთა და მიიყვანებს სიტყუასა თჳსსა მამისა მიმართ და აღამაღლებს სიტყუასა თჳსსა; და რაჟამს იხილოს განფიცხებაჲ მათი, წარვალს მათგან და მერმე კუალად მოიწევის მათა მიმართ, კუალად მდაბალთა სიტყუათა მიერ იწყებს თქუმად, ვითარცა-იგი თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვი-თარცა მესმის, ვშჯი“, და მერმე აღამაღლა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა, ეგრეთვე ძჱ აღადგინებს“; და მერმე მიეფარა და კუალად მივიდა მათა გალილეას და ეტყოდა სწავლასა და თქუა, ვითარმედ ზეცით გარდამოსრულ არს; და მიეფარა და კუალად კარვობად გამოჩნდა. და ესრეთ ჰყოფდა მარადის სწავლასა თჳსსა მრავალსახედ მიფარვითა და გამოჩინებითა, სიმდაბლითა და სიმაღლითა, ვითარცა-ესე აქაცა ქმნა. „ხოლო ესეოდენნი სასწაულნი ქმნნა, და არა ჰრწმენა მისი. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი თქუა: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? და ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინ ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მოძღურებაჲ ესე“ (7,17).:

...ს, ესე იგი არს, თჳსსა რასმე და განყოფილსა, ამისთჳს იტყჳს, რაჲთამცა დიდებაჲ თჳსი დაამტკიცა. უკუეთუ კულა დიდებასა მომავლინებელისა ჩემისასა ვეძიებ, რაჲსათჳსმცა გასწავლიდი უცხოჲსა მისგან სწავლისა? ჰხედავა, ვითარ მიზეზი რაჲმე იყო, რომლისათჳს მას იტყოდა? და თუ რაჲსათჳს ეტყოდა, ვითარმედ: „არარას თავით ჩემით ვიქმ“? რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ჰსურის მას დიდებისათჳს კაცობრივისა. ამისთჳს, რაჟამს სიმდაბლით იტყოდის, იტყჳს, ვითარმედ: „მე დიდებასა მამისა ჩემისასა ვეძიებ“, რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ არა უყუარს მათმიერი დიდებაჲ.

ხოლო სიმდაბლით მეტყუელებისა ამის მიზეზნი მრავალნი არიან: ერთად, რაჲთა არა უშობელად საგონებელ იყოს, და რაჲთა არა წინააღმდგომად მამისა ჰგონებდენ, და რაჲთა კაცებაჲ თჳსი დაამტკიცოს, და უძლურებისათჳს მსმენელთა მათ, და რაჲთა ასწაოს კაცთა სიმდაბლჱ და არა დიდადმეტყუელებაჲ თავთა თჳსთათჳს. ხოლო მაღლად და ჴელმწიფებით მეტყუელებისა მისისაჲ ერთი ოდენ არს მიზეზი - მეუფებაჲ იგი ბუნებისა მისისაჲ. და ამისთჳს არა მარადის ესრეთ ჯერ-იყო სიტყუაჲ მათ უგულისხმოთა მიმართ, რამეთუ უკუეთუ თქუა, თუ: „პირველ აბრაჰამისა მე ვარ“, და ამისთჳს დაბრკოლდეს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:

...იხილა და ესმა“, ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ მისთა თქუმულთაგანი ტყუვილ არს, არამედ ყოველი ჭეშმარიტ, რამეთუ არა უცნაურთა საქმეთა მეტყუელი არს, რაჲთამცა რაჲ არა იცოდა და მას იტყოდა, არამედ ყოველი რომელი უხილავს და იცის ჭეშმარიტებით, მას ასწავებს. რამეთუ თჳთცა უფალი რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მესმის, ვშჯი“, და: „რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას ვიტყჳ“, და რასაცა ესევითარსა იტყოდის, არა თუ ამისთჳს იტყჳს, რაჲთამცა ვცნათ, თუ სწავლაჲ უჴმს მას, რამეთუ ესე უკუანაჲსკნელი უღმრთოებაჲ არს, არამედ ამისთჳს იტყოდა მას ყოველსა, რაჲთა ვერარას იტყოდიან უღმრთონი ჰურიანი, თუ: არა ჭეშმარიტსა იტყჳ. რამეთუ ვინაჲთგან არა აქუნდა ამისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-იყო, ამისთჳს ზედაჲსზედა მამასა მოიყვანებდა მოწამედ და მრავალგზის წერილთაცა, და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა იქმოდა. ხოლო სიტყუაჲ ესე იოვანესი ესევითარი არს, ვითარმედ: ჩემდა ჯერ-არს სმენაჲ მის მიერ თქუმულთაჲ, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ არს და გჳთხრობს, რაჲ-იგი მან მხოლომან იცის და სხუამან არავინ. და ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, თუ: „რაჲ იხილა და ესმა, წამებს“, ვითარმედ რაჲ-იგი მან მხოლომან უწყისო საიდუმლონი, მათ გუასწავებს. ხოლო სიტყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“; და კუალად იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მოსცა მამამან საშჯელისა ყოფად“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოვების წმიდასა სახარებასა შინა და წიგნსა მას მოციქულთასა. ამას ყოველსა თანა აღრაცხე ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ.

აწ უკუე ამას ყოველსა არა ძნელ არს თითოეულისაცა მადლითა ღმრთისაჲთა განმარტებაჲ, გარნა მოკლედ ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მაღალნი იგი სიტყუანი ჯერ-არიან ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა გულისხმის-ყოფად, და მდაბალნი - ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა, რომელი ჩუენისა ცხოვრებისათჳს შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყუაჲ მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა, რომლისათჳს იტყჳს მახარებელი ლუკა: „და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთაო“, არა ნაკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგ...

სრულად ნახვა