მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:29

28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.30. არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:

...; და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მე ცხორებასა საუკუნესა მივსცემ“, ამასვე მოასწავებს, და ვითარმედ: „გამოვიდენ მოქმედნი კეთილისანი აღდგომად ცხორებისად და მოქმედნი ბოროტისანი აღდგომად წარწყმედისა“. აქაცა უკუე ესე აღდგომაჲ თქუა კეთილისაჲ, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ აღდგომითა მით კეთილითა და არა დასაშჯელითა.

ხოლო რასა მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“? ამხილებს სიტყჳთა ამით ურწმუნოებასა მათსა და აჩუენებს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, იგი ნებასა მამისასა გარდავალს. გარნა ესრეთ განცხადებულად არა თქუა ესე, არამედ იგავითრე, და დაფარულად ყოველთაგან იქმს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ რომელნი ურწმუნო მისა არიან, იგინი არა მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებენ. რამეთუ უკუეთუ ნებაჲ მისი ესე არს, რაჲთა აცხოვნნეს კაცნი, და ამისთჳს მოსრულ არს, რომელთა არა ჰრწმენეს, იგინი ნებასა მისსა გარდაჰჴდებიან, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მამაჲ უძღოდის ჩემდა მოსლვად, არღარაჲ არს დამაყენებელ მოსლვად; და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩ...

სრულად ნახვა