მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:27

26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას საშჯელისაცა ყოფად“ (5,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, რომელ აღდგომასა და საშჯელსა ამას ადგილსა ზე და ქუე აქცევს? ამისთჳს, რომელ ესე სიტყუანი უფროჲს ყოვლისა მოაქცევენ გონებასა, რამეთუ რომელსა ესე ჰრწმენეს, შეშინდების და ისწრაფის, რაჲთა დაიმშჳდოს მსაჯული იგი.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...ალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“; და კუალად იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მოსცა მამამან საშჯელისა ყოფად“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოვების წმიდასა სახარებასა შინა და წიგნსა მას მოციქულთასა. ამას ყოველსა თანა აღრაცხე ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ.

აწ უკუე ამას ყოველსა არა ძნელ არს თითოეულისაცა მადლითა ღმრთისაჲთა განმარტებაჲ, გარნა მოკლედ ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მაღალნი იგი სიტყუანი ჯერ-არიან ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა გულისხმის-ყოფად, და მდაბალნი - ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა, რომელი ჩუენისა ცხოვრებისათჳს შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყუაჲ მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა, რომლისათჳს იტყჳს მახარებელი ლუკა: „და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთაო“, არა ნაკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგი.

და კუალად ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ“, დაღაცათუ ჩანს, თუ სხუასა ყოველს...

სრულად ნახვა