მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:26

25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).:

...ს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“, ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს, რაჲთა ესე თჳთ ვასწავო ყოველთა, რაჲთა მიცნან, ვითარმედ მეუფე ვარ.

სწავლაჲ პგ მოთმინებისათჳს და შურის-გებისა

ხოლო შენ, კაცო, რაჟამს ესე ყოველი გესმეს, ვითარმედ მეუფჱ ყოველთაჲ შეკრული განიშჯებოდა, ნურარად შეგირაცხიან სოფლისა ამის საქმენი, რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს, უკუეთუ ქრისტემან ესეოდენი თავს-იდვა შენთჳს, და შენ სიტყუაჲცა არა თავს-იდვა მისთჳს? არამედ იგი თავს-იდებს ნერწყუვასა, და შენ იმკვები სამოსლითა შუენიერითა და ბეჭდებითა აბრწყინვებ ჴელთა; და იგი იყუედრებოდა და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს-იდებ, არამედ ეძიებ პატივსა. რაჟამს ვინმე გაგინოს, მოიჴსენე ქრისტესი, ვითარ აგინებდეს; უკუეთუ ვინ განგკიცხოს, მოიჴსენე, რამეთუ კიცხევით თაყუანისსცემდეს მას და ეცი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან” (6,57).:

...ლად ჰგონებდე მას, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „მამისათჳს“. არა თუ ამას მოასწავებს, თუ ძალი რაჲმე უჴმს სხჳსა მიერ ცხორებისათჳს, რამეთუ ესე პირველვე აღმოჰფხურა ჩუენგან და თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ეგრეთვე მოსცა ძესა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავსა შორის თჳსსა ესრეთვე, ვითარცა მამასა“. ვინაჲთგან უკუე ესრეთ აქუს ცხორებაჲ, ვი-თარცა მამასავე, ვერღარა სადამე საჴმარ არს მისდა სხუაჲ შემწჱ ცხორებისადა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, თუ: „ცხოველ ვარ მამისათჳს“? რამეთუ ამას ადგილსა მიზეზსა მას მოასწავებს, ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ ცხოველ არს, ეგრეთვე მე ცხოველ ვარ, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხოველ არს ჩემთჳს“. ხოლო ცხორებასა აქა იტყჳს მაღალსა მას საღმრთოსა და არა ლიტონსა ამას, რომელი ყოველთავე აქუს. რამეთუ ამის მიერ საცნაურ არს, რომელ არა კაცობრივსა მას ცხორებასა იტყჳს, არამედ საღმრთოსა და წმიდასა, რომელ ამით კაცობრივითა ცხორებითა ყოველნივე ცხოველ არიან, ურწმუნონიცა და რომელთა არა ეჭამოს ჴორცისა მისგან მისისა. ჰხედავა, ვითარ არა ამის ცხორებისათჳს იტყოდა, არამედ საუკუნოჲსა მის? რამეთუ ესევითარი არს სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: რო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

...შობილი და დადგრომილი ღმრთეებასა შინა ძედ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „მოსცა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: შვა, ისმინე სხუაჲ სიტყუაჲ, რაჲთა მისგან ესეცა სცნა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მოსცა, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს თავისა თჳსისა თანა“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? პირველად შვა და მერმეღა მისცაა ცხორებაჲ? რამეთუ რომელი მისცემდეს, არსსა ვისმე მისცემს; და რაჲ არს, შობილ იყოა იგი ოდესმე თჳნიერ ცხორებისა? არამედ ამას არცა თუ ეშმაკნი მოიგონებენ, რამეთუ უშჯულოებასა თანა უგულისხმოებაჲცა ფრიადი აქუს; არამედ ვითარცა სიტყუაჲ იგი, თუ: „მოსცა ცხორებაჲ“, ესე არს, ვითარმედ: შვა იგი, ეგრეთვე სიტყუაჲ ესე, თუ: „მოსცა საშჯელი“, ესე არს, ვითარმედ: მსაჯულად შვა იგი, რამეთუ იგი მოვალს შჯად, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოვლითურთ სწორ მამისა არს, რამეთუ რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და პატივის-ცემად, რომელთაჲცა ენებოს, მას სწორადვე მამისა ძალ-უც. თუ არა, ვითარ იტყჳთ, ვითარმედ არა ესრეთ არს, ვითარ-ესე მე ვიტყჳ, არამედ პირველ იშვა და მერმე მიეცაო ჴელმწიფებაჲ ესე? ანუ რომლისა საქმისათჳს მიეცა მას შემდგომად შობისა საქმჱ ესე? რომლითა წარმართებითა მოვიდა ამას პატივსა? არა გრცხუენისა ამათ კაცობრი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...(შდრ. კოლ. 1,16-17) ამისთჳსცა ძირად და საფუძველად ეწოდების.

ხოლო რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“, ნუ ვი-თარცა ორთაგან საქმეთა შეერთებულსა გულისხმა-ჰყოფ ამას, რამეთუ ქუემორე მამისათჳსცა იტყჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“; არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმულ არს, არამედ არა ამისთჳს, რაჲთა შეზავებულებაჲ გულისხმა-ვყოთ მისთჳს და ორკეცობაჲ, არამედ რაჲთა მცირედ-მცირედ მივიწინეთ სიმაღლესა მას ღმრთისმეტყუელებისასა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“,...

სრულად ნახვა