მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:25

24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად.25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხოვნდენ“ (5,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“, და რაჲთა არა სიტყუაჲ ოდენ იყოს და ტყუვილად შეჰრაცხონ მათ, ამისთჳსცა საქმისაცა ჭეშმარიტებასა გამოაჩინებს, ვითარმედ: „მოვალს ჟამი“, და რაჲთა არა შორს მოელოდიან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „აწვე არსო, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი“ და ცხოვნდენ. იხილე აქაცა ჴელმწიფებაჲ მიუთხრობელი, რამეთუ ვითარცა მერმესა აღდგომასა, ეგრეთვე აწ იყოსო, რამეთუ მა-შინ ბრძანებითა ღმრთისაჲთა აღვდგეთ და აწცაო, ვიდრე მე თქუენ თანა ვიყო, იქმნეს ესე საქმჱ. და მერმე შემოიღებს სიტყუასა დამამტკიცებელსა ამის პირისასა და იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).:

...სახითა ჩუენებად თჳსისა ერთობისა მამისა თანა, არამედ ვერ ძალ-ედვა ერსა მას მაღალთა მათ საქმეთა გულისხმის-ყოფად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს, რომლისათჳს იტყოდა: „მოვალს ჟამი, რა-ჟამს მკუდართა ისმინონ ჴმაჲ ძისა კაცისაჲ, და რომელთა ესმეს, ცხოვნდენ“. და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ სხჳსა მიერ მოიღო ძალი იგი, ამისთჳს პირველითგანვე გასწავა შენ და საქმეთა მიერ გამოაჩინა; და არა თქუა, თუ: აღდეგ, არამედ: „გამოვედ გარე!“ ვითარცა ცხოველსა ეტყოდა მომკუდარსა მას. რაჲმცა იყო ამის ჴელმწიფებისა სწორი? აწ არა გულისხმა-ჰყოა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას ლოცვაჲ, არამედ ერისა მისთჳს იტყოდა? ვითარცა თქუა, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ჰრწმენა, არად საჴმარ იყო ლოცვაჲ. რამეთუ უკუეთუმცა არა იყო ლოცვაჲ იგი მისდა არასაჴმარ, რაჲსათჳს მათ ზედა დადვა მიზეზი იგი ლოცვისაჲ? ანუ რაჲსათჳს არა თქუა: რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ვარ სწორ შენდა? არამედ რაჟამს-იგი ჰგონებდეს, თუ დაჰჴსნის შჯულსა, ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...(შდრ. იოან. 5,23) და ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს, არა შევიდეს საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა...

სრულად ნახვა