მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:20

19. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს.20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

...დ არცა ერთი რაჲ“, და მერმე კუალად აღიყვანა სიმაღლედ სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „რაოდენსაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“; და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე უჩუენა მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“. და კუალად სიმაღლედ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“. და ამისა შემდგომად კუალად თქუა სიტყუაჲ, ერთბამად სიმდაბლისაცა მომასწავებელი და სიმაღლისაჲცა, ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“, და კუალად აღიყვანა სიმაღლედ, ვითარმედ: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი ყოველნი პატივ-სცემენ მამასა“.

ჰხედავა, ვითარ თჳთოფერ-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და მაღლითა და მდაბლითა სიტყჳთა და სახელითა ქსოვს მას, რაჲთა მაშინდელთა მიერცა შესაწყნარებელ იქმნეს და შემდგომთაცა ნათესავთა არარაჲ ევნოს? რამეთუ ჩუენ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ ყოველივე ღმრთივშუენიერ არს და მაღალ, რამეთუ ჩუენთჳს იქმოდა, რაჲთა ვისწაოთ სიმდაბლჱ, და რაჲთა გჳჩუენოს ცხორებაჲ, რამეთუ მის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).:

...დამაყენებელ, რაჲთა დღესცა მათვე სიტყუათა ჴელ-ვყოთ გამოძიებად, ვინაჲთგან პირველ ვერ უძლეთ ყოველთა მათ სიტყუათა ზედამიწევნად. სადა არიან უკუე, რომელნი იტყჳან მისთჳს, ვითარმედ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? რამეთუ აქა წოდებულ არს „ნათლად ჭეშმარიტად“, ხოლო სხუასა ადგილსა თჳთ „ჭეშმარიტებაცა“ ეწოდების მას და თჳთ „ცხორება“; გარნა იგი სიტყუაჲ, რაჟამს თჳსსა ადგილსა მივიწინეთ, მაშინ გამოვიძიოთ, ხოლო აწ ესე კე-თილ არს თქუმად თქუენისა სიყუარულისა მიმართ, ვითარმედ: უკუეთუ განანათლებს იგი ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, ვითარ ესეოდენი დაშთეს განუნათლებელად? რამეთუ არა ყოველთა უცნობიეს ქრისტეს სარწმუნოებაჲ, ვითარ უკუე განანათლებს ყოველსა კაცსა? გარნა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ იგი განანათლებს ყოველსა, რაოდენი-იგი მის მიერ იქმნების, ყოვლითურთ ისწრაფის განათლებად და ყოველნი განანათლნა. უკუეთუ ვიეთმე ნებსით გონებისა მათისა თუალნი დაიყვნენ და არა ინებონ ბრწყინვალებასა მის ნათლისასა შეწყნარებად, არა თუ ნათლისა მისგან არს მათი დაბნელებაჲ, არამედ მათისა მის უკეთურებისაგან, რომელთა-იგი ნებსით დაკლებულ-ყვნეს თავნი თჳსნი ნიჭისა მისგან, რამეთუ მადლი იგი ყოველთა ზედა მოეფინა და არცა ჰურიასა მიაქცევს გარე, არცა წარმართსა, არცა ბარბაროზსა, არცა აზნაურსა, არცა მონასა, არც...

სრულად ნახვა