...ს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“, ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს, რაჲთა ესე თჳთ ვასწავო ყოველთა, რაჲთა მიცნან, ვითარმედ მეუფე ვარ.
სწავლაჲ პგ მოთმინებისათჳს და შურის-გებისა
ხოლო შენ, კაცო, რაჟამს ესე ყოველი გესმეს, ვითარმედ მეუფჱ ყოველთაჲ შეკრული განიშჯებოდა, ნურარად შეგირაცხიან სოფლისა ამის საქმენი, რამეთუ ვითარ არა ბოროტ არს, უკუეთუ ქრისტემან ესეოდენი თავს-იდვა შენთჳს, და შენ სიტყუაჲცა არა თავს-იდვა მისთჳს? არამედ იგი თავს-იდებს ნერწყუვასა, და შენ იმკვები სამოსლითა შუენიერითა და ბეჭდებითა აბრწყინვებ ჴელთა; და იგი იყუედრებოდა და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს-იდებ, არამედ ეძიებ პატივსა. რაჟამს ვინმე გაგინოს, მოიჴსენე ქრისტესი, ვითარ აგინებდეს; უკუეთუ ვინ განგკიცხოს, მოიჴსენე, რამეთუ კიცხევით თაყუანისსცემდეს მას და ეცი...