მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:19

18. ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა.19. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს.20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
19. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის სიტყჳსათჳს იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი, ვითარმედ: არა თუ ქრისტე იტყოდა თავსა თჳსსა სწორ მამისა, არამედ ჰურიანი ეჭუდეს მას. ამისთჳსცა ქრისტე დაჰჴსნის იჭუსა მათსა და იტყჳს, ვითარმედ: „არა ძალ-უცო ძესა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“. არამედ ამაო არიან და უკეთურებითა სავსე სიტყუანი ესე, რამეთუ ისმინეთ, ვითარ თქუა პირველად, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“. რაჲ არს ამის სწორებისა უმეტესი? აჰა ესერა არცა ერთი რაჲ დაუტევა განყოფილებაჲ და არა თქუა, თუ: მამაჲ ჩემი იქმს, და მე თანაშევსწევ, არამედ: „ვითარცა იგი იქმს, მეცა ვიქმო“. ანუ უკუეთუ არა ქრისტე ჰყოფდა თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა, ვითარცა-იგი სწორი არს, არამედ ჰურიანიმცა ეჭუდეს ამას, ჵ უშჯულოებისა მეტყუელნო, არამცა ყოველი მოსწრაფებაჲ ქმნაა ქრისტემან, რაჲთამცა იჭჳ მათი დაჰჴსნა? არამედ აჰა ვხედავთ, ვითარმედ არცა ერთსა სადა ადგილსა ენება დაჴსნაჲ იჭჳსა მათისაჲ, არამედ უფროჲსად დაამტკიცებდა.

ანუ მახარებელსამცა არა ეთქუაა, თუმცა ესრეთ იყო, ვითარმედ ქრისტე არა იტყოდა ამას ესრეთ, არამედ ჰურიანი ეჭუდეს ამას? ვითარცა-იგი სხუათა ადგილთა იქმს, რაჟამს სხუასა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (14,10).:

...(იოან. 10,37) და ვითარ აქა მამასა იტყჳს მოქმედად? გარნა ამითცა სიტყჳთა მასვე მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს განყოფაჲ შორის მამისა და ძისა. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: „არამცა ქმნა სხჳთა სახითა მამამან, არამედ ვითარცა მე; არცა მე ვიქმ სხჳთა სახითა, არამედ ვითარცა მამაჲ“. და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, რამეთუ მუნ შეუცვალებელობასა მას საქმეთასა მოასწავებდა, ხოლო აქა - ერთობასა. უკუეთუ კულა მდაბლად ჩანს ამათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა. ;

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“ (14,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანასწორი იყო; რამეთუ სიტყუაჲ, რომელი იტყჳს, ვი-თარმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, ; (14,12) და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“, ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალთა და ღმრთეებისა მისისა შემსგავსებულთა სიტყუათა, არამედ დაბრკოლდებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.

ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს ამას, რომელი კაც იქმნა ჩუენთჳს? ვინაჲთგან მამაჲცა, რომელი უჴორცოჲ არს და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოსე მოგცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად?“ (7,19).:

...მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, და კუალად: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენო, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, - ესე ყოველი სწორებისა მომასწავებელი არს. და შჯულისათჳს უკუე იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰგონებთ, თუ მოვედ დაჴსნად შჯულისა და წინაჲსწარმეტყუელთა“. ესრეთ იცოდა უკეთურებათა მათცა გონებისათა აღჴოცად, ხოლო სწორებისა მის გულისსიტყუასა მათსა არა თუ ოდენ არა აღჰ-ჴოცს, არამედ დაამტკიცებსცა. ამისთჳსცა სხუასა ადგილსა თქუეს მათ: „თავსა შენსა ღმერთ-ჰყოფ“; არა გარემიაქცია იჭჳ იგი, არამედ დაამტკიცაცა და თქუა, ვითარმედ: „რაჲთა სცნათ, თუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა შენდობად ცოდვათა, ჰრქუა განრღუეულსა მას, ვითარმედ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა“. ; ; და იგი უკუე ერთი ბრალობაჲ მათი დაამტკიცა, რამეთუ გამოაჩინა, ვი-თარმედ არა წ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

...აჩუენა ამის მიერ სწორებაჲ თჳსი, არამედ მათ ინებეს მისი მოკლვაჲ. იხილე უკუე, კუალად რაჲ ქმნა, რამეთუ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ თქუა, ხოლო ძალი იგივე, ვითარმედ: „არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“, და მერმე კუალად აღიყვანა სიმაღლედ სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „რაოდენსაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“; და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე უჩუენა მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“. და კუალად სიმაღლედ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“. და ამისა შემდგომად კუალად თქუა სიტყუაჲ, ერთბამად სიმდაბლისაცა მომასწავებელი და სიმაღლისაჲცა, ვითარმედ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა“, და კუალად აღიყვანა სიმაღლედ, ვითარმედ: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი ყოველნი პატივ-სცემენ მამასა“.

ჰხედავა, ვითარ თჳთოფერ-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა და მაღლითა და მდაბლითა სიტყჳთა და სახელითა ქსოვს მას, რაჲთა მაშინდელთა მიერცა შესაწყნარებელ იქმნეს და შემდგომთაცა ნათესავთა არარაჲ ევნოს? რამეთ...

სრულად ნახვა