თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის სიტყჳსათჳს იტყჳან მეტყუელნი ამაოებისანი, ვითარმედ: არა თუ ქრისტე იტყოდა თავსა თჳსსა სწორ მამისა, არამედ ჰურიანი ეჭუდეს მას. ამისთჳსცა ქრისტე დაჰჴსნის იჭუსა მათსა და იტყჳს, ვითარმედ: „არა ძალ-უცო ძესა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“. არამედ ამაო არიან და უკეთურებითა სავსე სიტყუანი ესე, რამეთუ ისმინეთ, ვითარ თქუა პირველად, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“. რაჲ არს ამის სწორებისა უმეტესი? აჰა ესერა არცა ერთი რაჲ დაუტევა განყოფილებაჲ და არა თქუა, თუ: მამაჲ ჩემი იქმს, და მე თანაშევსწევ, არამედ: „ვითარცა იგი იქმს, მეცა ვიქმო“. ანუ უკუეთუ არა ქრისტე ჰყოფდა თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა, ვითარცა-იგი სწორი არს, არამედ ჰურიანიმცა ეჭუდეს ამას, ჵ უშჯულოებისა მეტყუელნო, არამცა ყოველი მოსწრაფებაჲ ქმნაა ქრისტემან, რაჲთამცა იჭჳ მათი დაჰჴსნა? არამედ აჰა ვხედავთ, ვითარმედ არცა ერთსა სადა ადგილსა ენება დაჴსნაჲ იჭჳსა მათისაჲ, არამედ უფროჲსად დაამტკიცებდა.
ანუ მახარებელსამცა არა ეთქუაა, თუმცა ესრეთ იყო, ვითარმედ ქრისტე არა იტყოდა ამას ესრეთ, არამედ ჰურიანი ეჭუდეს ამას? ვითარცა-იგი სხუათა ადგილთა იქმს, რაჟამს სხუასა...