მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:17

16. და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.17. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ.18. ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
17. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს, რამეთუ ამას იქმოდა შაბათსა შინა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“ (5,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს-იგი მოწაფეთათჳს მიუგებდა, დავით შემოიყვანა შორის და თქუა: „არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ქმნა დავით, რაჟამს შეემშია მას და მისთანათა მათ?“ ; ; ხოლო რაჟამს-ესე თავისა თჳსისათჳს უნდა მიგებაჲ, მამისა მიმართ მივიდა, რაჲთა გამოაჩინოს სწორებაჲ მისი პატივითა, რამეთუ მისებრვე იქმს, და უნდა ამაღლებაჲ გონებათა მათთაჲ, რაჲთა არა ვითარცა კაცსა ხედვიდენ, არამედ ვი-თარცა ღმერთსა და შჯულისმდებელსა. და უკუეთუ თქუას ვინ, ვი-თარმედ: რასა იქმს მამაჲ? ისმინენ, ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „განისუენა ღმერთმან დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა“, და გულისხმა-ყავნ სახჱ საქმისა მისისაჲ, თუ ვითარ იქმს, რამეთუ განაგებს, სცნობს წინაჲსწარ, იმჭირავს და განამტკიცებს ყოველთა მათ ქმნულთა.

და რაჟამს ჰხედვიდე მზისა აღმოსლვასა, მთოვარისა სრბასა და ტბათა და მდინარეთა და წყაროთა და წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და...

სრულად ნახვა
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. მეშვიდე დღე და ღვთის განსვენება (2:1-3):

...ა უსაზღვრო ზღვა იხსნება ჩვენ წინაშე, და მინდა არა უყურადღებოდ ჩავუარო მას, არამედ ამ სულიერი სიმდიდრის თანამონაწილენიც გავხადოთ თქვენ. რა კითხვა ჩნდება აქ ჩვენთვის? (ესა): საღვთო წერილი აქ გვიჩვენებს, რომ ღმერთი თავის საქმეთაგან დასცხრა, ხოლო სახარებაში ქრისტე ამბობს: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ" (), — ამ გამონათქვამთა შედარებისას წინააღმდეგობა ხომ არ ჩანს მათში? ნუ იყოფინ: საღვთო წერილის სიტყვებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. როცა წერილი აქ ამბობს: „რამეთუ დასცხრა ღმერთი საქმეთაგან თჳსთა", ამით გვასწავლის, რომ მან მეშვიდე დღეს ქმნა და არარსებულიდან არსებობაში მოყვანა შეწყვიტა; ხოლო, როცა ქრისტე ამბობს: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ", ამით მის უწყვეტ განგებაზე მიუთითებს და საქმედ მისი არსებულის შენარჩუნებას, არსებობის გაგრძელების ბოძებასა და მართვას უწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ იარსებებდა სამყარო, უმაღლეს ხელს რომ არ ემართა და განეკარგა ყოველი ხილული და კაცთა მოდგმა? ხოლო თუ ვინმე კეთილგანწყობილად ინდომებს ყოველდღიურად თქვენთვის შემოქმედის მიერ აღსრულებულის დაწვრილებით განხილვას, ის კაცთმოყვარეობის უფსკრულს აღმოაჩენს. მართლაც, რა მსჯელობა, რა გონება შეძლებს იმ გამოუთქმელი სახიერების ჩაწვდო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (14,10).:

...შორის მამისა და ძისა. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: „არამცა ქმნა სხჳთა სახითა მამამან, არამედ ვითარცა მე; არცა მე ვიქმ სხჳთა სახითა, არამედ ვითარცა მამაჲ“. და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, რამეთუ მუნ შეუცვალებელობასა მას საქმეთასა მოასწავებდა, ხოლო აქა - ერთობასა. უკუეთუ კულა მდაბლად ჩანს ამათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა. ;

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“ (14,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად თქუენდა ერთარსებისა, საქმეთაგან გულისხმა-ყავთ, ვითარმედ „რომელმან მე მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. და მერმე გამოაჩინებს, ვითარმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (5,22-23).:

...კუეთუ იტყჳ, ვითარმედ: რად იტყჳს ესრეთ? გულისხმა-ყავ, რამეთუ ამისთჳს იტყჳს ესრეთ, რაჲ-თა შესაწყნარებელ იქმნეს სიტყუაჲ მისი და გზა-უყოს მაღალთა მათ სიტყუათა. ამისთჳს შეჰრთავს მდაბალთა მაღალთა თანა და მაღალთა - მდაბალთა თანა.

და ისმინე პირველითგან, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ“, და აჩუენა ამის მიერ სწორებაჲ თჳსი, არამედ მათ ინებეს მისი მოკლვაჲ. იხილე უკუე, კუალად რაჲ ქმნა, რამეთუ სიტყუაჲ სიმდაბლისაჲ თქუა, ხოლო ძალი იგივე, ვითარმედ: „არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“, და მერმე კუალად აღიყვანა სიმაღლედ სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „რაოდენსაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“; და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე უჩუენა მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსი ამისა უჩუენოს მას საქმჱ“. და კუალად სიმაღლედ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს“. და ამისა შემდგომად კუალად თქუა სიტყუაჲ, ერთბამად სიმდაბლისაცა მომასწავებელი და სიმაღლისაჲცა, ვითარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ არს თქუენგანი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი? რავდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე. მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“ (12,11-13).:

...აჴსნისათჳს შაბათისა. ოდეს-იგი ბრმასა აღუხილნა თუალნი, არარაჲ ჰრქუა მათ, რამეთუ კმა იყო წესი იგი სასწაულისა მის ჩუენებად მეუფესა მას შჯულისასა; ხოლო განრღუეულისა მისთჳს ოცდაათრვამეტისა წლისასა ჰრქუა მათ, ვითარცა ღმერთმანცა და ვი-თარცა კაცმანცა; ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“; ხოლო ვითარცა კაცმან, რაჟამს ჰრქუა: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?“

და კუალად, ოდეს მოწაფეთა აბრალებდეს, საქმე იგი დავითისი წინაუყო; და კუალად აქა ჰკითხა, თუ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა, კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?“ და ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელმან არა აღმოიქუას ცხოვარი თჳსი ჯურღმულისაგან დღესა შაბათსა?“ გარნა იგინი ამას ყოველსა ზედა უკურნებელ იყვნეს და უკეთურებითა სავსე. ვინაჲთგან უკუე იხილნა, რამეთუ არა შეიწყნარებდეს კურნებასა სულთა მათთასა, მაშინ კაცსა მას მიექცა და ჰრქუა: „განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი“. ესევი-თარი რაჲ აღესრულა საკჳრველებაჲ, იხილე, ვითარსა გულისჴმის-ყოფასა მოვიდეს უღმრთონი იგი:

ს ა ხ ა რ ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად“ (12,1).:

...ჴორციელისა განქარვებაჲ, გარნა თჳნიერ მიზეზისა არაოდეს დაჰჴსნის, რაჲთა მათსა მას უგუნურებასა ნუგეშინის-სცეს და არა მოწყლნეს, და შჯულსა მასცა განუსუენოს; და ოდესმე კურნებასა უძლურთასა მიზეზ-ჰყოფნ, ვითარცა-იგი ოდეს ბრმასა თიჴაჲ სცხო თუალ-თა და აღუხილნა, ოდესმე კუალად ჰრქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“. ესე თქუა სადიდებელად მამისა და ერთობისა თჳსისა მის თანა გამოჩინებად, იგი კუალად ქმნა უძლურებისა ჰურიათაჲსა გულსავსე-ყოფად.

ეგრეთვე აქა საქმე იგი ბუნებითისა შიმშილისაჲ შემოიღო მიზეზად. უკუეთუმცა იყო ბრალი რაჲმე, არამცა თავს-იდვა შიმშილისათჳს მისი ქმნაჲ, არამედ იცოდა, ვითარმედ უბრალო იყო საქმე იგი, ამისთჳს არარაჲ აბრალა მოწაფეთა.

ხოლო შენ, მორწმუნეო, გულისჴმა-ყავ მოწაფეთა იგი მოღუაწებაჲ და შეურაცხებაჲ ჴორციელისა განსუენებისაჲ. ამისთჳსცა ესერა მშიერ არიან, ვიდრეღა შიმშილისაგან მიჭირვებულნი თავსა ჴუვილისასა იჴმარებენ ნუგეშინისსაცემელად; და ეგრეთცა არავე ეწყინებოდა მოძღურისა თანა სლვაჲ იწროებითა, რამეთუ გულისჴმა-ჰყოფდეს მიუთხრობელსა მას კე-თილსა მის თანა ყოფისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა ესერა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ“ (12,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აბ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“ (9,12-13).:

...ვითარმედ არარაჲ უჯეროჲ ვქმენ შეწყალებაჲ ესე და შეწყნარებაჲ ცოდვილთაჲ; მერმე სცნათ, ვითარმედ არა მე ვარ გარდამავალ შჯულისა, არამედ თქუენ, რომელნი წყალობისათჳს ცოდვილთაჲსა მაბრალებთ; არა მე ხოლო მაბრალებთ, არამედ მამასაცა ჩემსა. ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, ეგრეთვე აწ თქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ვითარცა მამამან წინაჲსწარმეტყუელთა პირითა თქუა, ვითარმედ წყალობაჲ ჰნებავს, ვიდრეღა მსხუერპლნი, ეგრეთვე მე წყალობაჲ მნებავს, ვიდრეღა მსხუერპლები, რომელი თქუენ ვითარცა დიდად რაჲმე შეგირაცხიეს, რამეთუ იგი უჴმარ არს ჩემდა, ხოლო წყალობაჲ - სათნო და კეთილ. არა თქუა, თუ: წყალობაჲ მნებავს და მსხუერპლი, არამედ: „წყალობაჲ მნებავსო და არა მსხუერპლი“. განაგდო სახე იგი მსხუერპლთაჲ და შემოიღო წყალობაჲ და უჩუენა, ვითარმედ რომელი-იგი მათ საბრალობელად შეჰრაცხეს, არა ხოლო თუ უბრალო არს, არამედ პირველითგანვე რჩულისა მიერ საღმრთოჲსა განწესებულ უფროჲს მსხუერპლთაჲსა, ვითარცა ესერა წამებაჲ ძუელისა მისგან შჯულისა შემოიღო განცხადებულად.

ესრეთ რაჲ ამხილა მათ წესთაგანცა ბუნებითთა და სიტყუათაგანცა წერილთაჲსა, მერმე შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოვედ წოდება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ახე არა ამას ადგილსა ხოლო აჩუენა, არამედ სხუასაცა, რა-ჟამს-იგი იტყოდეს ჰურიანი დაჴსნისათჳს შაბათისა, ვითარმედ წინააღმდგომ შჯულისა არს და არა ღმრთისაგან არსო, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. ამისთჳს წინაუყვნა მათ სიტყუანი, რომელნიმე შემსგავსებულნი თავადისანი, ვითარ-იგი თქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, და რომელნიმე კუალად ფრიადითა სიმდაბლითა სავსენი, ვითარ-იგი იტყოდა რაჲ საცხოვრისათჳს შაბათსა შინა წარწყმედადისა, და ვითარმედ ცხორებისა მისისათჳს შაბათი დაიჴსნების, და წინადაცუეთასა აჴსენებს, ვითარ შაბათსა შინა აღესრულებოდა. რამეთუ ამისთჳს სიტყუათა სიმდაბლისათა იტყოდა მრავალგზის, რაჲთა აღმოუგდოს იჭჳ იგი, რომელი აქუნდა მათ და იტყოდეს, ვითარმედ წინააღმდგომ ღმრთისა არს; რომლისათჳსცა, რომელმან-იგი ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნა სიტყჳთა ხოლო და ბრძანებითა, რაჟამს-იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაჲთა იგინი გულსავსე-ყვნეს. ხოლო რაჲთა ვერვინ კუალად ესეცა თქუას, ვითარმედ ლოცვაჲ იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთჳს ლოცვასავე მას თანა შესძინა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ ესე, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინ...

სრულად ნახვა