მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 5:15

14. ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ.15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.16. და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 5
15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვიდა კაცი იგი და ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“ (5,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ ჰგიეს პირველსავე ერთგულებასა ზედა და ქადაგებს მკურნალსა მას და სხუათაცა მოიზიდავს მისა მიმართ. რამეთუ არა თუ შესმენით თქუა სიტყუაჲ ესე; ანუ ვითარმცა ქმნა საქმჱ ესე? დაღაცათუმცა მჴეცი იყო, კმა იყო ქველისმოქმედებაჲ იგი და შიში, რომლითა შეაშინა უფალმან მოდრეკად მისა. არამედ არა ესრეთ არს, გარნა დიდისა კადნიერებისა არიან სიტყუანი ესე, და ქადაგებს ქველისმოქმედსა მას არა უდარჱს ბრმისა მის, რომელმან თქუა, ვითარმედ: „ქმნა თიჴაჲ და აღმიხილნა თუალნი“. ეგრეთვე ამან თქუა, ვითარმედ: „იესუ არს, რომელმან განმკურნა მე“.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის