თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცოდვაჲ და მავნებელ სულისა, ხოლო მრავალგზის გარდა-რაჲ-ემატის ბოროტებაჲ მისი, ჴორცთა შეეხების. რამე-თუ ვინაჲთგან სულისა სენსა არა ფრიად ვზრუნავთ, რამეთუ ჴორცთასა მცირესაცა ზედა დიდსა მოსწრაფებასა ვიქმთ, რაჲთა განვკურნოთ, ამისთჳს ღმერთმან უდარესი ესე ტანჯის მრავალგზის, რაჲთა მის მიერ უაღრჱსიცა იგი, რომელ არს სული, მიემთხჳოს კურნებასა რასმე. ესრეთ კორინთელთა თანა შეცოდებული იგი პავლე განჰმართა და ჴორცთა ტანჯვითა სული განკურნა, ვითარცა მკურნალმან ჴელოვანმან. და განრღუეულსა ამასცა ზედა უკუე ქრისტე ამასცა მოასწავებს, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „აჰა ესერა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲ-თა არა უძჳრჱსი რაჲმე გეყოს შენ“.
რასა ვისწავებთ უკუე ამისგან? ერთად, ვითარმედ ცოდვათაგან იშვა სენი იგი, და მეორედ, რაჲთა დაეყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვი-თარმედ: ერთსა წამსა მოვკალ კაცი, და ერთსა ჟამსა ვისიძვე, და საუკუნოდმცა ვიტანჯებოდეა ერთისა მისთჳს წამისა? რამეთუ აჰა ესერა ამანცა არა ესეოდენთა წელთა ცოდა, რაზომთა იგი იტანჯებოდა, რამეთუ არა თუ ჟამსა ზედა განიშჯებიან ცოდვანი, არამედ ბუნებისაებრ მათისა. და კუალად ამასცა...