მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:7

6. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე.7. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
7. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...მსა არა მიწევნულ იყვნეს; ხოლო უფალსა არა ენება შეწუხებაჲ მათი, ამისთჳს მამასა მისცა მეცნიერებაჲ იგი და საშინელ-ყო ძიებაჲ იგი. ესე არს ერთი მიზეზი სიტყჳსაჲ მის.

მეორედ ესეცა ჯერ-არს ცნობად მორწმუნეთა მიერ, ვითარმედ მრავალსა იტყჳს უფალი კაცობრივისა ბუნებისაგან, ვითარცა ოდესმე ჰრქუა სამარიტელსა მას: „მასუ მე წყალი“, - რომელ-ესე სიტყუაჲ არს ჴორციელისა საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“; და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“; და კუალად იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მოსცა მამამან საშჯელისა ყოფად“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოვების წმიდასა სახარებასა შინა და წიგნსა მას მოციქულთასა. ამას ყოველსა თანა აღრაცხე ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ.

აწ უკუე ამას ყოველსა არა ძნელ არს თითოეულისაცა მადლითა ღმრთისაჲთა განმარტებაჲ, გარნა მოკლედ ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მაღალნი იგი სიტყუანი ჯერ-არიან ბუნებისა მის...

სრულად ნახვა