თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.
ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინაჲ იქმნნეს სამარიტელნი, რამეთუ ყოველსა მას ადგილსა სამარიაჲ ეწოდებოდა. ვინაჲ უკუე მოიღეს სახელი იგი? პირველ ეწოდებოდა მთასა მას სომორ მომგებელისაგან მისისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვი-თარმედ: „და თავ სომორისა ეფრემ“, არამედ მკჳდრთა მის მთისათა არა სამარიტელ, არამედ ისრაიტელ ეწოდებოდა. ხოლო ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, შესცოდეს მათ ღმერთსა, და იქმნა რაჲ ასურასტანს მეფედ ფაკეე, აღმოვიდა თელლამასარ და გამოიხუნა ქალაქნი მრავალნი ჰურიათანი, და ებრძოლა იგი ილას და მოკლა იგი, და მის წილ მისცა მეფობაჲ ოსიეს....