მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:51

50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს.52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არასადა გრწმენეს. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან: უფალო, მოვედ მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი“ (4,48-50).:

...ელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით. და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა, ვითარმედ: „მოვედ ვიდრე მოსიკუდიდმდე ყრმისა მის“, ვითარმცა ვერ ძალ-ედვა შორითგან განკურნებაჲ, ანუ თუ მკუდრეთით აღდგინებაჲ. ხოლო რაჲსათჳს, რომელ თავით თჳსით მივიდოდა, და აქა არცაღა თუ წოდებით მივალს? ამისთჳს, რამეთუ მუნ სარწმუნოებაჲ სრული აქუნდა ასისთავსა. ამისთჳს მივიდა, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სათნო-უჩნდა კაცი იგი. ხოლო ამას არა აქუნდა ესევითარი სარწმუნოებაჲ და არა იცოდა, თუ შორითცა ძალ-უც განკურნებაჲ, არამედ აიძულებდა მისლვად. ამისთჳს არა მივიდა, რაჲთა რაჟამს პოვოს განკურნებული, ჰრწმენეს, ვითარმედ ძალ-უც უფალსა შორითცა განკურნებაჲ. ხოლო რაჟამს გესმეს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“, გულისხმა-ყავ,...

სრულად ნახვა