მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:49

48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს.49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა.50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა“ (8,11-13).:

...ლისჴმა-ყავთ თითოეული სიტყუაჲ მისი, რაოდენითა სიმდაბლითა და სარწმუნოებითა სავსე არს. შორს იყო იგი ზუაობისა მისგან და ანპარტავანებისა მთავართაჲსა, ვითარ-იგი წერილ არს იოვანეს თავსა შინა სამეუფოჲსა მის კაცისათჳს, რომლისა ძე სნეულ იყო, ვითარმედ იტყოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს: „მოვედ პირველ მოსიკუდიდ ყრმისა მის“. არამედ ამან არა ესრეთ თქუა, რამეთუ ფრიადი აქუნდა სიმდაბლე და სარწმუნოებაჲ. ამისთჳს არცა უფალსა ეტყოდა მისლვად, არცა უძლური იგი მიიყვანა მისა, არამედ ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს“. და ფრიადისა სიმდაბლისაგან პირველად არცა თუ მოელოდა, თუ ღირს-ყოს იგი უფალმან სიტყუად მისა. ვინაჲთგან უკუე იხილა, რამეთუ ენება უფალსა მისლვაჲ, მაშინ ჰრქუა: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს“. რამეთუ ეშინოდა უფლისა მიყვანებად სახედ თჳსა გულისსიტყჳთა ფრიადისა სიმდაბლისაჲთა.

იხილეა გონიერებაჲ მისი? ამისთჳს სამართლად აქო უფალმან სარწმუნოებაჲ მისი და უაღრესად გამოაჩინა ყოვლისავე კრებულისა ჰურიათაჲსა და მონაჲ იგი განკურნა და ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა. რამეთუ ვინაჲთგან მან შეწყნარებადცა უფლისა სახედ თჳსა უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი, უფალმან ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა იგი და თანამკჳდრად აბრაჰამისა.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რად არა კეთროანიცა იგი...

სრულად ნახვა