მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:46

45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესე იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა“ (11,2).:

...თა ბოროტითა სავსენი, ხოლო ესე - მოსწრაფჱ და პატიოსანი და ფრიად კეთილადმსახური ქრისტესი. ხოლო მახარებელი გამოაჩინებს, ვითარმედ დათაცა ფრიად უყუარდა იგი, გარნა მან შეუნდო ამას ყოველსა ზედა მოკუდომად ლაზარე. არამედ რაჲსათჳს არა თჳთ იგინი წარვიდეს ქრისტესა, ვითარცა ასისთავმან ყო3 და კაცმან მან სამეუფომან, არამედ მიავლინეს? ამისთჳს, რამეთუ ფრიად მინდობილ იყვნეს ქრისტესა და ფრიადი თჳსობაჲ აქუნდა მისა მიმართ. საცნაურ არს უკუე, რამეთუ არა იყო მარიამ მათ მეძავთაგანი, ვითარცა ვთქუ. უკუეთუ კულა იტყოდის ვინ, ვითარმედ: და იგინი რაჲსათჳს შეიწყნარნა უფალმან? ამისთჳს, რაჲთა დაჰჴსნას ცოდვაჲ და გამოაჩინოს კაცთმოყუარებაჲ თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა არს სენი, რომელიმცა სძლევდა მისსა სახიერებასა, და ნუ ამას ოდენ ჰხედავ, ვი-თარმედ შეიწყნარნა, არამედ იგიცა იხილე, ვითარ მოაქცინა. რამეთუ მახარებელი ამას ადგილსა რაჲსათჳს აჴსენებს ნელსაცხებელისა მის საქმესა? ამისთჳს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ფრიად უყუარდა მას უფალი, და მრავალგზის იტყჳს, ვითარმედ უყუარდეს იესუს ლაზარე და დანი მისნი, რაჲთამცა გუასწავა არასულმოკლებაჲ, რაჟამს უძლურებაჲ რაჲმე მოიწიოს მოსწრაფეთა და ღმრთისმოყუარეთა კაცთა ზედა.

ს ა...

სრულად ნახვა