მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:38

37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი.38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.39. ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად“ (21,19).:

...ი შჯულისაჲ სარწმუნოებაჲ იყო, და იგი იყო ჟამი ნაყოფისაჲ მის, და მოიღოცა შჯულმან ნაყოფი იგი. ამისთჳს იტყჳს უფალი: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“. და კუალად ჰრქუა: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით“. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა ესევითარსა რას მოასწავებს, არამედ, ვითარცა ვთქუ, ძალსა მას აჩუენებს ტანჯვისასა. და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მისგან, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ“, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ამის ჯერისათჳს მივიდა ლეღჳსა მის და არა თუ შიმშილისათჳს. ვითარმცა მივიდა შიმშილისათჳს, რომელმან იცოდა, ვითარმედ ჟამი ლეღჳსაჲ არა იყო? გარნა მოწაფეთათჳს მივიდა, რაჲთა სასწაული იგი უჩუენოს, რომელნიცა ფრიად განკჳრდეს, დაღაცათუ მრავალნი ეხილვნეს ფრიად უაღრესნი სასწაულნი, არამედ, ვითარცა ვთქუ, უცხოჲ იყო ესე.

რამეთუ აწ პირველ უჩუენა მტანჯველობისა ძალი, რომელი აქამომდე არა ეჩუენა. ამისთჳსცა არა ქმნა სასწაული ესე სხუასა ნერგსა ზედა, არამედ ლეღუსა, რომელსა ყოველთა ხეთაგან უმეტესად აქუს ნოტიობაჲ, რაჲთა უმეტეს იყოს სასწაული იგი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათთჳს იქმნა საქმე იგი, რაჲთა უშიშ იყვნენ, ისმინე შემდგომიცა სი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).:

...დაცჳვნებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. ვითარცა-იგი იოვანეს თავსა შინა წერილ არს, ვითარმედ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“; ეგრეთვე აქა სამკალი თქუა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა თესვად წარგავლენ, არამედ მკად. ხოლო ამათ სიტყუათა ეტყოდა დამდაბლებისათჳს გონება-თა მათთაჲსა და რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ უმეტესი შრომაჲ გარდასრულ არს, რამეთუ უმეტეს არს შრომაჲ თესვისა, ვიდრეღა მკისაჲ. ვინაჲთგან უკუე მკად წარავლინნა, საცნაურ არს, ვითარმედ არა უცხოჲსა რაჲსმე სამკალისა წარავლინნა მკად, არამედ რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ეთესა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ იგი არს მუშაკი კეთილი, იგი არს უფალი სამკლისაჲ მის, იგი არს მეუფე წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელმანცა პირველად მთესვარად მოავლინნა იგინი, ვითარცა-იგი იოვანე კეთილსა მას მუშაკთმთავრობასა მისსა გამოაჩინებს, ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი მისი საუნჯე-თა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“.

გარნა ესე საძიებელ არს, თუ ვითარ...

სრულად ნახვა