...და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და აქა თავსა თჳსსა მოასწავებს მთესვარად. რამეთუ მუნ ქადაგებისათჳს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲსა იტყოდა და მათ უწოდა მთესვარად და ამათ მომკალად, ხოლო აქა გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერცა თავადი სთესვიდა და აწ მოციქულთა მიერ იგივე სთესავს, და ქადაგებასა მას თჳსსა უწესს თესლად და სამკალად. რამეთუ ოდეს მოქცევასა მას და მორჩილებასა მსმენელთასა მოასწავებდეს, სამართლად სამკალად სახელ-სდებს საქმესა მას და აწვე ყოფადსა აჩუენებს. ვითარმცა ეტყოდა მოციქულთა, ვითარმედ: რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ვსთესე, აწ თქუენ მიერ მოვჰმკი. რამეთუ წარგავლინებ მოქცევად კაცთა, და აწ არს ჟამი ამის საქმისაჲ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არს სამკალად აწვე“. ხოლო აქა კუალად გამოაჩინებს ჟამსა მას, ოდეს-იგი მსმენელთაგან ეძიებდეს ნაყოფსა მას მათ შორის დათესულისა ქადაგებისასა, და ამისთჳს მკად მომავალსა მას ჟამსა მეო...
სახარებაჲ იოვანესი 4:37
36. და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი.38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4