მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:35

34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი.35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.36. და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).:

...იოან. 4:24). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა. ხოლო რაჲსათჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:

ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა სპეტაკობისასა მოვლინებაჲ მანგალსა სულისასა. ამისთჳსცა მან, რომელმან თქუა — "აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან" () და "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი — მცირედ" (), პირველად უკუე აღიყვანა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ და მიერ გარდამოავლინა აღლესული მანგალი სულისაჲ. ხოლო ჯერ-იყო ესე ქმნად დღესა დღესასწაულისასა, რაჲთა, რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს ხილვად ჯუარ-ცუმასა უფლისასა, მათვე კუალად იხილონ სასწაული ესე ენათა განყოფისაჲ, რამეთუ დღისა მისთჳს მეერგასისა მრავალნი შეკრებულ იყვნეს მუნ, ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის დღესასწაული ესე, ვინაჲთგან ამას მეერგასესა დღესა მოეცა ძუელი იგი შჯული მთასა ზედა. ამისთჳს მასვე დღესა მოჰფინა მადლი სულისაჲ, რაჲთა ცხად იქმნეს უფლებაჲ სულისა წმიდისაჲ და გამოთარგმანებულ — გამოჩინებაჲ ღმერთი, და იქადაგოს განუყოფელი ერთობაჲ სამ-გუამოვნისა ღმრთეებისაჲ, ვითარმედ ერთი და იგივე არს ძუელისა და ახლისა შჯულისა, მომცემელი. და განყოფილებასა შინა ჟამთასა —მისვე და ერთისა მოქმედი მაცხო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად“ (21,19).:

...ლეღჳ იგი შჯულსა მას ძუელსა მოასწავებდა; არამედ ცუდ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ იტყჳს: „არა იყო ჟამი ნაყოფისაჲო“, რამეთუ ნაყოფი შჯულისაჲ სარწმუნოებაჲ იყო, და იგი იყო ჟამი ნაყოფისაჲ მის, და მოიღოცა შჯულმან ნაყოფი იგი. ამისთჳს იტყჳს უფალი: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“. და კუალად ჰრქუა: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით“. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა ესევითარსა რას მოასწავებს, არამედ, ვითარცა ვთქუ, ძალსა მას აჩუენებს ტანჯვისასა. და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მისგან, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ“, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ამის ჯერისათჳს მივიდა ლეღჳსა მის და არა თუ შიმშილისათჳს. ვითარმცა მივიდა შიმშილისათჳს, რომელმან იცოდა, ვითარმედ ჟამი ლეღჳსაჲ არა იყო? გარნა მოწაფეთათჳს მივიდა, რაჲთა სასწაული იგი უჩუენოს, რომელნიცა ფრიად განკჳრდეს, დაღაცათუ მრავალნი ეხილვნეს ფრიად უაღრესნი სასწაულნი, არამედ, ვითარცა ვთქუ, უცხოჲ იყო ესე.

რამეთუ აწ პირველ უჩუენა მტანჯველობისა ძალი, რომელი აქამომდე არა ეჩუენა. ამისთჳსცა არა ქმნა სასწაული ესე სხუასა ნერგსა ზედა, არამედ ლეღუსა, რომელსა ყოველთა ხეთაგან უმეტესად აქუს ნოტიობაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).:

...ნ ხოლო იყოს ბრწყინვალებაჲ მათი, არამედ ვინაჲთგან ჩუენ უბრწყინვალესი მზისაჲ სხუაჲ არარაჲ გჳხილავს, ამის-თჳს სახეთა მოიღებს ჩუენ მიერ საცნაურთა. ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა აწვე მოწევნასა მკისასა მოასწავებს, ვითარცა-იგი ჰრქუა მოციქულთა: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“; და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და აქა თავსა თჳსსა მოასწავებს მთესვარად. რამეთუ მუნ ქადაგებისათჳს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთაჲსა იტყოდა და მათ უწოდა მთესვარად და ამათ მომკალად, ხოლო აქა გამოაჩინებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერცა თავადი სთესვიდა და აწ მოციქულთა მიერ იგივე სთესავს, და ქადაგებასა მას თჳსსა უწესს თესლად და სამკალად. რამეთუ ოდეს მოქცევასა მას და მორჩილებასა მსმენელთასა მოასწავებდეს, სამართლად სამკალად სახელ-სდებს საქმესა მას და აწვე ყოფადსა აჩუენებს. ვითარმცა ეტყოდა მოციქულთა, ვითარმედ...

სრულად ნახვა