თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა ცხორებასა სახელ-სდვა ჭამადად აქა, რაჲთამცა გამოაჩინა, რაოდენი მოსწრაფებაჲ აქუს ცხორებისათჳს ჩუენისა, რამეთუ ვითარცა ჩუენდა საწადელ არს ჭამაჲ, ეგრეთვე მისა - ცხორებაჲ ჩუენი. ხოლო იხილე, ვითარ მარადის პირველად დაფარულად თქჳს სიტყუაჲ თჳსი, და რაჟამს იწყის მსმენელმან გამოძიებად, მაშინღა გამოაცხადის. რამეთუ რად არა თქუა პირველადვე, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“? არამედ პირველად ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით“. რაჟამს იწყეს მათ გამოძიებად, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, მერმეღა უთხრა, რაჲთა უკეთესად ისმინონ, და მერმე უთარგმანაცა, თუ რაჲ არს ნებაჲ მამისაჲ, და ჰრქუა:
სახარებაჲ იოვანესი 4:34
33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი?34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი.35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4