მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:31

30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.31. და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
31. და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას სიტყუასა ზედაჲსზედა ეტყოდეს მოწაფენი მისნი: რაბი, ჭამე! ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: მო-ვინმეართუა ჭამადი?“ (4,31-33).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედვიდეს მას დამაშურალსა გზისა სლვისაგან და სიცხისა და უნდა ნუგეშინის-ცემის მისა და ეტყოდეს: „რაბი, ჭამე!“ ხოლო ესმა რაჲ ჭამადისათჳს, ხილულსა ჭამადსა გულისხმა-ჰყოფდეს. რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ დედაკაცსა მას, ესმოდა რაჲ „წყალი“, ხილული წყალი ეგონა, ვინაჲთგან მოწაფეთაცა ხილული ჭამადი ეგონა? არამედ წესისაებრ მოწაფეთაჲსა ერიდებოდეს კითხვად და ურთიერთას გამოეძიებდეს. ამისთჳს ხოლო გულთმეცნიერმან უფალმან ჰრქუა მათ:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის