თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადი მოსწრაფებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, ყოველსა ზედა საქმესა სულიერსა, თუ არა, შეუძლებელ არს უდბებით აღსრულებაჲ რაჲსამე კეთილისაჲ. ამას მოასწავებდა ქრისტე და იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. და კუალად იტყჳს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. და ამათ ყოველთა სიტყუათა მიერ მოსწრაფედ მოღუაწებასა მოასწავებს. ესევითარი იყო დედაკაცი იგი, რამეთუ ესრეთ განჴურდა გული მისი სიტყუათა მიერ უფლისათა, ვიდრეღა დაუტევა სარწყული და მირბიოდა და ქადაგებდა მისთჳს. რამეთუ მივიდა აღღებად წყლისა და პოვა რაჲ ცხოველი იგი წყაროჲ, არღარა აღიღო ხილული, არამედ დაუტევა, რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ და რაჟამს სულიერი ვპოვოთ, ჴორციელსა არღარად შევჰრაცხდეთ. რამეთუ ძალისაებრ მისისა, რაჲ მოციქულთა ქმნეს, მანცა ქმნა, რამეთუ მათ მოუწოდა უფალმან, და შეუდგეს, ხოლო მან თჳნიერ თქუმისა დაუტევა სარწყული და აღიღო საქმჱ მახარებელთაჲ სიხარულისაგან ფრთოვანქმნულმან და არა ერთსა გინა ორთა მოუწოდა,...
სახარებაჲ იოვანესი 4:29
...ა-იგი მათგანნი, რომელნი უმოლხინესრე იყვნეს, იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ და: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ბრმისა თუალთა ახილვად?“ და კუალად იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ქრისტე?“ და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნესა?“ ვინაჲთგან უკუე რომელთა ესეოდენთა საქმეთაგან არა დაირწმუნეს, და იგინი იჩემებდეს მცირედითა სიტყჳთა დარწმუნებად, იხილეთ, ვითარ არცხუენს მათსა უკეთურებასა, ვითარმედ: უკუეთუ საქმეთაჲ არა გრწამს, სიტყუათაჲ ოდეს დაირწმუნოთ? „არამედ თქუენ არა გრწამსო, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი“ (10,26), ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჩემგან ჯერ-იყო საქმედ, ყოველივე მიქმნიეს. უკუეთუ კულა თქუენ არა შემომიდგეთ, ესე არა ამისთჳს არს, რომელ არა მწყემსი ვარ, არამედ ამისთჳს, რომელ თქუენ არა ცხოვარნი ხართ.