მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 4:25

24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 4
25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინაჲ აქუნდა სამარიტელთა ქრისტეს მოლოდებაჲ? გარნა მოსეს წიგნთაგან, რამეთუ ფრიად გამოაცხადებს იგი ძესა. რამეთუ „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“ ძისა მიმართ თქუმულ არს, და აბრაჰამს კარავსა შინა ძჱ ჰზრახვიდა, და იაკობ მისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“. და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის...

სრულად ნახვა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...ისთჳს გჳჴმს, რაჲთა ვიღუაწოთ, ვიდრემდის ვპოვოთ. რამეთუ ვინ არამცა განკჳრდა, რომელსა ესმოდის ქრისტჱსი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“? და იგი ჩანს მრავალთა ადგილთა, ვითარმედ წამებს თავისა თჳსისათჳს: რამეთუ სამარიტელსა მას ჰრქუა: „მე ვარ ქრისტე“; და ბრმასა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი იტყჳს შენ თანა, იგი არს“; და ჰურიათა ჰრქუა: ვითარ იტყჳთ, თუ: „გმობს, რამეთუ ვთქუ, თუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე“? და სხუათა მრავალთა ადგილთა იქმს ესრეთ. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარ გულისხმა-ვყოთ? რამეთუ კუალად ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი ჭეშმარიტ არს“, და აქა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ მე ვწამებდე, არა არს ჭეშმარიტ“. რაჲ არს უკუე, რომელი შევიწყნაროთა ამათ ორთაგანი, უკუეთუ არა გამოვი-ძიოთ მიზეზი სიტყჳსაჲ ამის, და თუ რაჲსათჳს თქუა, ანუ რომელთა პირთა მიმართ, რაჲთა არა განსაცდელსა შთავცჳვეთ? რამეთუ უკუეთუ წამებაჲ მისი არა ჭეშმარიტ არს, რაჲ იყოს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ?

არამედ ჯერ-არს ჩუენდა მღჳძარებაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).:

...მედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).

სიტყუაჲ ესე საცნაურ იყო ერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“. და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ უწყებულ იყო უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტეს მოსლვისაჲ და ელიაჲსთჳსცა, ვითარცა ვთქუ, გარნა არა ჯეროვნად გამოი-თარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამეთუ წერილნი ორთა მოსლვა-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხონდებოდით“. აჰა ესერა ესე სიტყუანი პირველისა ამის ქრისტეს მოსლვისათჳს წარმოთქუნა. ისმინე, ვითარ მეორესა მასცა მოასწავებს; რამეთუ ზემოწერილნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რაჲთა მოვ...

სრულად ნახვა