თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს „ჭეშმარიტნი“ აჴსენნა, განყარნა ჰურიანიცა და სამარიტელნი, რამეთუ დაღაცათუ სამარიტელთასა უმჯობჱს არიან ჰურიანი, გარნა ყოფადთა მათ ესოდენ უდარჱს არიან, რაზომ აჩრდილი ჭეშმარიტებასა. ხოლო იტყჳს ეკლესიისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტი და ჯეროვანი თაყუანის-ცემაჲ იგი არს, „რამეთუ მამაჲცა ესევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა“ (4,23). და ვინაჲთგან ესევითარნი ჰნებვან, მათცა სამე არა ნებსით შეუნდო ესრეთ ყოფად, არამედ მათისა მის ფრიადისა უძლურებისათჳს, და რაჲთა ესრეთ მცირედ-მცირედ იგინიცა მოაქცინეს; რამეთუ „ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი“ იგინი არიან, რომელნი არა ადგილითა ჰმსახურებენ ღმერთსა, არამედ სულითა, ვი-თარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა“. ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „სულ არს ღმერთი“ (4,24), არა თუ სხუასა რას მოასწავებს, გარნა ამას, ვი-თარმედ უჴორცო არსო, და ჯერ-არს, რაჲთა უჴორცოჲსა მის მსახურებაჲ უჴორცოჲთავე იქმნებოდის ჩუენ მიერ, რომელ არს სული და სიწმიდჱ გონებისაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „თაყუანისმცემელთა მისთაჲ სულითა და...
სახარებაჲ იოვანესი 4:23
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...
მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაი. (იოანე 4, 23, 24).
ერთობ დიდსა და მაღალსა საგანსა გვაძლევს ჩვენ საუბრად თქვენთანა, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს წაკითხული სახარება. მცნება, ანუ სწავლა ჭეშმარიტსა, სულიერსა ღვთის თაყვანის ცემასა ზედა, ეგოდენ საჭირო და სასარგებლო არის ყოველთა ქრისტიანეთათვის, რომელ, ვგონებ, არცა ერთსა სხვასა მცნებასა ისე ხშირად არ უნდა გაგახსენებდეს თქვენ, და არ უნდა აღგიხსნიდეს სულიერი მოძღვარი თქვენი, როგორადაც ამ მცნებასა. მართლა, ყოველს კაცსა, სამწუხაროდ, დიდი მიდრეკილება აქვს და ხშირად ჩვეულებადაც გადაექცევა, ნაცვლად ჭეშმარიტისა ღვთის თაყვანის ცემისა სულითა და ჭეშმარიტებითა მიართვას ღმერთსა ერთი მხოლოდ ხორციელი, გარეგანი, თაყვანის ცემა. აღარ ვიტყვი უბრალოთა და უსწავლელთა სოფლის მცხოვრებთა ზედა ქრისტიანეთათა: ამათ თითქმის ათასში ერთსა არ გაუგონია და არ იცის, რაი არს...
საყვარელნო ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! მე განვიზრახე დღეს თქვენთან მოლაპარაკება იმაზედ, თუ რაი არს სულიერი თაყვანის-ცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთსა სულითა თვისითა; გარნა ვინაითგან საგანი ესე ფრიად ღრმა და ცნობა მისი მეტად საჭირო და სასარგებლო ჩვენთვის, მივიქცეთ ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას სახლსა შენსა, შენდამი შევრდომილნი, შენნი მადიდებელნი და შენგან მომლოდინენი დიდისა წყალობისა, ვინაითგან შენ ხარ წყარო მოწყალებისა და კარი შეწყნარებისა. შენ გევედრებით, მოგვეც ჩვენ გულის-ხმის-ყოფა, განაღე სული ჩვენი, რათა ვისწავლოთ. რა არს სულიერი მსახურება ღვთისა, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ ჯერ-არს თაყვანის-ცემა და სათნო-ყოფა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
დასაწყისად და საფუძვლად აწინდელისა ჩვენისა სიტყვისა აღვიღოთ სიტყვა მაცხოვრისა: სულ-არს ღმერთი და თაყვანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აძს თაყვანის-ცემა: ესე იგი ღმერთი არის სული უხილავი და თაყვანისმცემელნი...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის