თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რამეთუ სარწმუნოებაჲ დედაჲ არს ყოველთა კეთილთაჲ და წამალი ცხოველსმყოფელი, რამეთუ თჳნიერ მისა ვერარას გულისხმაჰყოფთ მაღალთა მათ სიტყუათაგანსა, არამედ მსგავს იქმნებით კაცთა, რომელნი თჳნიერ ნავისა ჴელ-ჰყოფენ წიაღსლვად ზღუასა, რომელნიიგი მცირედსა ადგილსა შემძლებელ არიან ჴელთა მიერ და ფერჴთა წარვლად, და უკუეთუ შინარე შევიდენ, ადრე დაინთქმიან ღელვათაგან; ეგრეთვე რომელნი თჳსითა გულისსიტყჳთა ისწრაფდენ რაჲსმე პოვნად წერილისა, პირველ პოვნისა დაინთქმიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი-იგი სარწმუნოებისაგან დაინთქნეს“. არამედ ჩუენ რაჲთა არა მასვე შთავცჳვეთ, ამისთჳს კეთილი იგი ზღუდჱ მოვიღოთ, რომლითა აწ სამარიტელი მოიზიდა ქრისტემან, რამეთუ თქუა რაჲ მან თჳთ: ვი-თარ თქუენ იტყჳთ: „იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ“?2 ჰრქუა მას ქრისტემან: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს, არამედ თაყუანისსცემდეთ მამასა“. ფრიად მაღალი სიტყუაჲ გამოუცხადა მას, რომელიესე...
სახარებაჲ იოვანესი 4:22
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიდიოდა რა ერთ-გზის იერუსალიმითგან გალილიას მოწაფეთა თანა მისთა, მიეახლა ქალაქსა სამარიტელთასა და დასჯდა მოსასვენებლად წყაროსა ზედა იაკობისსა. ამ ჟამად მივიდა იქ წყლის ამოსავსებელად ერთი სამარიტელი დედაკაცი. მაცხოვარმან ჩვეულებისამებრ მისისა იწყო სწავლა და დარიგება მისი და გამოუცხადა მას ყოველი ცოდვა, რაიცა მას ექმნა სიყრმითგან. დედა-კაცმან შეიტყო, რა მოძღვარი ასწავლის მას და სთხოვა, რათა აუხსნას ეჭვი, რომელი ჰქონდა მას სჯულსა ზედა. სამარიტელნი ფიქრობდენ და არწმუნებდენ, რომელ ჭეშმარიტი ლოცვა და თაყვანის-ცემა ღვთისა შესაძლო არს მხოლოდ იმ მთაზედ, სადაცა მათ ააშენეს ტაძარი, გარნა ურიანი ამტკიცებდენ, რომელ ღმერთი მხოლოდ იერუსალიმის ტაძრითგან მიიღებს ლოცვასა და შესაწირავსა. მამანი ჩვენნი, ჰკითხა დედაკაცმან, მთასა ამას თაყვანის-ცემდეს და თქვენ იტყვით, ვითარმედ იერუსალიმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყვანის-ცემა. მაშინ მაცხოვარმან მიუგო: მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს არცა იერუსალიმს, არცა მთასა ამას ზედა თაყვანის-სცემდენ მამასა: არამედ ჭეშმარიტნი თაყვანის-მცემელნი თაყვანის-სცემენ მამასა სულითა და...
...თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მოცემულ არიან.
მოციქულისაჲ: ესე უკუე აღვასრულო, და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა, და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად (15,28).
თარგმანი: ვითარცა წარუპარველსა და მტკიცესა საუნჯესა ზეცისასა, ეგულებოდა...
...19,17) ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“, გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო; და კუალად თქუა: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ იჭჳსაებრ მსმენელთაჲსა მიუგებდა სიტყუასა. ეგრეთვე ამას კაცობრივ იტყჳს, იჭჳსაებრ მისისა. ხოლო რაჟამს თქუა, თუ: „არავინ არს სახიერ“, არა თუ თავი თჳსი განაყენა სახიერებისაგან. ნუ იყოფინ! არამედ „არავინ არსო სახიერ“, ესე იგი არს, კაცთაგანი არავინ არს სახიერ. და ესეცა თუ თქუა, არცა თუ კაცნი განაყენნა სახიერებისაგან, გარნა შემსგავსებულად სახიერებასა ღმრთისასა არავინ არს კაცთაგანი. ამისთჳს შესძინა: „გარნა მხოლოჲ ღმერთიო“. არა თქუა, თუ: მამაჲ ხოლო ჩემი, არამედ: „მხოლოჲ ღმერთი“, რამეთუ ძეცა ეგრეთვე ღმერთ არს, ვითარცა მამაჲ, და განუყოფელ არს მისგან ღმრთეებითა სულით წმიდითურთ; ვითარცა უკუე ღმრთეებითა განუყოფელ არს წმიდაჲ სამებაჲ, ე...