მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:6

5. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.6. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.7. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
6. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდთა საიდუმლოთა ღირს-მყვნა ჩუენ მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელთა ჩუენ არა ღირს ვიყვენით, რამეთუ ჩუენ არა თუ ოდენ ნიჭთა არა ღირს ვიყვენით, არამედ უფროჲსად დიდ-თა სატანჯველთაჲ ღირს იყო მოწევნაჲ ჩუენ ზედა. არამედ მან არა თუ ბოროტთაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ კეთილთაცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს მიერ, ახალი დაბადებული“. ისმინე მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისა მიერ და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. რამეთუ ჩუენ არცა ქუეყანისასა ღირს ვიყვენით, ხოლო მან ცანიცა მოგუცნა; ერთისა ხისა არაჭამაჲ ვერ შევიკრძალეთ, და მან სასუფეველი ცათაჲ მოგუცა.

სამართლად იტყოდა პავლე მოციქული, ვითარმედ: „ჵ სიღრმჱ სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის