მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:5

4. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?5. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.6. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
5. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ძისაჲ, არა ისაჯოს“ (3,18).:

...აქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“; აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს, რამეთუ ურწმუნოჲ არარაჲთ უმჯობეს არს მათსა, რომელნი ჯოჯოხეთს შინა არიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ამისთჳს დაისაჯებიან კაცნი, რამეთუ ნათელსა დაუტევებენ და ბნელი უყუარს და არა ჰნებავს მისლვაჲ ნათლად, რამეთუ უკუეთუმცა მოსრულ ვიყავ შჯად და არა შენდობად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:

...ცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს მიერ, ახალი დაბადებული“. ისმინე მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისა მიერ და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. რამეთუ ჩუენ არცა ქუეყანისასა ღირს ვიყვენით, ხოლო მან ცანიცა მოგუცნა; ერთისა ხისა არაჭამაჲ ვერ შევიკრძალეთ, და მან სასუფეველი ცათაჲ მოგუცა.

სამართლად იტყოდა პავლე მოციქული, ვითარმედ: „ჵ სიღრმჱ სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“, ესევე ჯერ-არს თქუმად მორწმუნეთათჳს ნათელღებულთა, აღმო-რაჲ-ვიდოდიან წყლისაგან, რამეთუ ფრიად უმეტესი ბრწყინვალებაჲ აქუს მათ, ვიდრე მზესა. გარნა რომელი-იგი საშოსა შინა იშვებოდის, ჟამისა სიგრ...

სრულად ნახვა