თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.
სახარებაჲ იოვანესი 3:33
...აუმარხავს. და აწ უცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი მომეც მე, შენნი არიან“ (17,6-7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, ვითარმედ: „სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“? გარნა ესე არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: რომელ ჩემი ჰრწმენა და ჰურიათაჲ არა ისმინეს, რამეთუ იტყჳს: „რომელსა ჰრწმენეს მისი, მან დაჰბეჭდა, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს“, „და აწ უცნობიეს“, რამეთუ ყოველსა რომელსა ვიტყჳ, შენ მიერ არს, და შენნი სიტყუანი არიან, და არა ესე ოდენ, არამედ ესეცა, ვითარმედ: „შენგან გამოვედ“ (17,8), რამეთუ ამას ისწრაფდა ყოლადვე დარწმუნებად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მათთჳს გევედრები“ (17,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? რამეთუ ვითარმცა არა იცოდა საქმჱ იგი, ესრეთ ასწავლის მამასა, ვითარცა კაცსა, რომელმანცა არა იცოდა. რაჲ არს უკუე ესე განყოფაჲ? ჰხედავა უკუე, რამეთუ სხჳსა არარაჲსათჳს იყო ლოცვაჲ მისი, არამედ ამისთჳს, რაჲთა ცნან, თუ ვითარი სიყუარული აქუს მათდა მიმართ? რამეთუ რომელი არა თჳსსა ოდენ შეწევნასა მისცემდა, არამედ სახესა ჰყოფდა, ვითარმცა სხუასაცა ევედრებოდა მათთჳს, უჩუენებდა, ვითარმედ ფრიადი აქუს მათა მიმართ სიყუარული. „მე მათთჳს გევედრებიო და არა სოფლისათჳს, არამედ რომელნი მომცენ მე“ (17,9), ზედაჲსზედა იტყჳს, რაჲთა ცნან, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. და მერმე,...
...ძინა და თქუა, რამეთუ: „ამას მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან“, ესე იგი არს, ვი-თარმედ ამისთჳს მოავლინა, რაჲთა ესევითარი საზრდელი მოგართუას თქუენ. ხოლო მოასწავებს სიტყუაჲ ესე სხუასაცა ძალსა, რამეთუ იტყჳს სხუასა ადგილსა ქრისტე, ვითარმედ: „რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი, დაჰბეჭდა მან, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს“, ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა და დაამტკიცა თჳსითა წამებითა, რამეთუ უფალიცა თჳთ გამოაჩინებდა თავსა თჳსსა, არამედ ოდეს ჰურიათა ეტყჳნ, მამისა წამებაჲ შორის შემოიღის.
სწავლაჲ მდ ვითარმედ არარა არიან კეთილნი ამის სოფლისანი
ვისწრაფოთ უკუე ჩუენცა, საყუარელნო, რაჲთა ესევითართა საქმე-თა ვითხოვდეთ ღმრთისაგან, ვითარი ჯერ-არს მის მიერ თხოვად. რამეთუ საწუთროჲსა საქმენი დაღაცათუ ჭირითა მოგუეცემოდიან, არას გუევნების, არამედ მცირედ ჟამ თუ განვმდიდრდეთ, მცირედ ჟამ ყოფად ვართ მათ შინა, გინა თუ დავგლახაკნეთ, არარაჲ გუევნების სიგლახაკისა მისგან; რამეთუ არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან სახარულ, არცა ჭირნი - საგლოველ, არამედ ორივე შეურაცხ არს და ადრე წარმავალ; ამისთჳსცა „გზად“ წოდებულ არს ცხორებაჲ ესე ღმრთისა მიერ, ერთი იგი ფართოდ და მეორჱ იწროდ და საჭიროდ. საუკუნოჲ საქმჱ სულისაჲ...