მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:32

31. ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს.32. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს.33. რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
32. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქუენ: მიხილეთ და არა გრწამს“ (6,35-36).:

...ე ვარ პური ცხორებისაჲ. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქუენ: მიხილეთ და არა გრწამს“ (6,35-36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთვე იოვანეცა ქმნა, პირველ იტყოდა რაჲ, ვი-თარმედ: „რომელი იცის, იტყჳს, და რომელი იხილა, წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“. და კუალად იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და არა გრწამს ჩემი“. ხოლო ამას იქმოდა, რაჲთამცა უჩუენა პირველვე, ვითარმედ ვერარაჲ საქმჱ შემძლებელ არს აღშფოთებად მისა, არცა ჰსურის დიდებისათჳს კაცობრივისა, არცა უმეცარ არს დაფარულთა გონებისათა, არცა ყოფადთა და მომავალთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“ (6,35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა საიდუმლოთა მაღალთა ეგულების, რაჲ-თამცა გულისხმის-ყოფად მოიყვანნა, და პირველ ღმრთეებისა მისისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ პური ცხორებისაჲ“. რამეთუ ესე არა უხრწნელისა მის ჴორცისა მისისათჳს თქუმულ არს, რამეთუ მისთჳს ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პური, რომელი მე მოგცე, ჴორცი ჩემი არს“. გარნა აწ ჯერეთ ღმრთეებისათჳს იტყჳს. რამეთუ იგი სიტყჳსა მისთჳს ღმრთისა პ...

სრულად ნახვა