თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა იგი სენი და მრავლითა ეკლითა სავსე და მჴეც ველურ და მრავალთავ, რამეთუ მოყუარეთა თჳსთა შეშჭამს. რამეთუ ვითარცა ჭიაჲ შეშჭამს, რომლისაგან იშვების, და გესლი რკინასა მას, რომლისაგან იქმნების, განჰლევს, ეგრეთვე ზუაობაჲ სულსა მას, რომელი ჰზრდის მას, წარსწყმედს. და ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳღირს, რაჲთა აღმოვჰფხურათ იგი ჩუენგან. რამეთუ იხილე აქაცა, რაოდენ ასწავა იოვანე მოწაფეთა თჳსთა, ამის სენისა მიერ შეპყრობილთა, და ძლით დაამშჳდნა, რამეთუ პირველთქუმულთა მათ ზედა იტყჳს აწ აღმოკითხულთაცა სიტყუათა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: თქუენ იტყჳთ, თუ: შენითა წამებითა დიდ იქმნაო იგი. არამედ ესე უწყოდეთ: შეუძლებელ არს, თუმცა ზეცით მოსრული იგი მიწისაგანისა ამის მიერ იდიდა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყოველ-თა ზედა არს“, ამას მოასწავებს, ვითარმედ არა უჴმს მას სხჳსა წამებაჲ, არამედ კმა არს იგი თავისა თჳსისა მოწამედ, რამეთუ უზეშთაეს არს ყოველთასა. ხოლო „ქუეყანისად“ და „ქუეყანისასა მეტყუელად“...
სახარებაჲ იოვანესი 3:31
...თჳსმე საკჳრველისა, და მაღალნი სიტყუანი თანაშეთხზნნა მდაბალთა; რამეთუ იწყო რაჲ დასაბამსა, ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“. და მერმე მაღალი სიტყუაჲ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს“. და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა სხუაჲ მრავალი რაჲ, და ვითარმედ: „არა ზომით მოსცემს ღმერთი სულსა“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა“. და მერმე იტყოდა, ვითარმედ: არა მოსდრეკს კაცსა ქადაგებაჲ კეთილისაჲ ესრეთ, ვითარ შიში სატანჯველისაჲ. ამისთჳს აქა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“. კუალად აქა მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა თქუა: რისხვაჲ ძისაჲ, რამეთუ იგი არს მსაჯული, არამედ მამასა სახელ-სდვა, რამეთუ მათ ჯერეთ მამისაგან ფრიად ეშინოდა, ხოლო ძჱ არა კეთილად იცოდეს. რაჲ არს უკუე, რომელსა ოდენ ჰრწმენეს ძჱ ღმრთისაჲ, კმა არსა ესე მისა ცხორებად? ნუ იყო...
...(შდრ. ლუკ. 3,16) და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.
ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“. რამეთუ უკუეთუმცა უმეცარ იყვნეს, სწავლაჲ ჯერ-იყო; ვინაჲთგან ნეფსით უკე-თურებაჲ შეიმოსეს, სამართლად არარაჲ მიუგო მათ....