მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:30

29. რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს.30. მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად.31. ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
30. მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“ (3,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლისაგან-ეგე თქუენ გეშინის, არა აწ ოდენ არს, არამედ შემდგომად მცირედისა ფრიად უმეტესად ყოფად არს, არამედ ამას ყოველსა ზედა მე მიხარის, რამეთუ მისი დიდებაჲ ჩემი სიხარული არს. ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ სიბრძნით ვნებაჲ შურისა მათისაჲ დაჰჴსნა და უჩუენა, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ჰყოფენ? ამისთჳს განგებულებით მისსავე სიცოცხლესა იქმნა ესე, რაჲთა მან თჳთ უთხრას მათ დიდებაჲ უფლისაჲ, და უკუეთუ არა ჰრწმენეს, არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, რამეთუ მათ თჳთ ჰკითხეს მას და ესმა მისგან ყოველი იგი. და უკუეთუმცა არა ჰრწმენა, არღარა აქუნდა სიტყუაჲ, ვითარცა-იგი ჰურიათა, რომელთა მიავლინნეს მისა, და მერმე არა ჰრწმენა სიტყუაჲ მისი და გამოაჴუნეს თავნი თჳსნი ყოვლისაგან სიტყჳსა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...ქორწილსა ამას“. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი.

პირველად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, მერმე - იოვანეს მიერ, რამეთუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.

მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.

ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲ...

სრულად ნახვა