მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:27

26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.28. თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (3,35-36).:

...ნეს წარმართნი, ეგრეთვე ქრისტე იქმოდა მრავალთა მიმართ. ესრეთ ქმნა იოვანეცა მოწაფეთა მიმართ, რამეთუ იწყო სიტყუად ქრისტესთჳს, ვითარცა კაცისა ვისთჳსმე საკჳრველისა, და მაღალნი სიტყუანი თანაშეთხზნნა მდაბალთა; რამეთუ იწყო რაჲ დასაბამსა, ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ“. და მერმე მაღალი სიტყუაჲ შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს“. და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა სხუაჲ მრავალი რაჲ, და ვითარმედ: „არა ზომით მოსცემს ღმერთი სულსა“. და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „მამასა უყუარს ძჱ და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა“. და მერმე იტყოდა, ვითარმედ: არა მოსდრეკს კაცსა ქადაგებაჲ კეთილისაჲ ესრეთ, ვითარ შიში სატანჯველისაჲ. ამისთჳს აქა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურწმუნო იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“. კუალად აქა მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა თქუა: რისხვაჲ ძისაჲ, რამეთუ იგი არს მსაჯული, არამედ მამასა სახელ-სდვა, რამეთუ მათ ჯ...

სრულად ნახვა