მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:26

25. და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელს-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“ (3,26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელსა შენ ნათელ-ეც და შენითა წამებითა ყოველთა შეასწავე და საცნაურ-ჰყავ იგი, აწ შენდა სწორქმნილ არს, რომელი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, ვითარმედ რომელი მოწაფეთა შენთა საზომსა იყო, აწ განყოფილ არს შენგან და ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისაო, და ჩუენ შეურაცხქმნილ ვართ. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ ჰურიასა მას მძლე ექმნნეს სიტყჳთა, რომლისა თანა ძიებასა მას იქმოდეს. ხოლო ამას იტყოდეს, რამეთუ უძლურ იყვნეს გონებითა და არა განწმედილ იყვნეს კაცობრივისა საქმისაგან. არამედ იოვანე არავე შეჰრისხნა მათ ფრიად, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე მისგანცა განეშორნენ და სხუასა რასმე ბოროტსა შთაცჳვენ, არამედ ჰრქუა მათ:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).:

...მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუანიცა იყვნეს მოწაფენი იოვანესნი, გარნა იგინი არა ოდენ არა შეუდგეს, არამედ მოშურნეცა იყვნეს მისა მიმართ და იტყოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთა უმჯობჱს და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, არამედ ვითარცა ესმა მისთჳს, მეყსეულად შეუდგეს მას. ხოლო შეუდგეს მას, არა თუ რაჲთამცა მოძღუარი შეურაცხ-ყვეს, არამედ უფროჲსად, რამეთუ ჰრწმენა სიტყუაჲ მისი. და ესმა რაჲ, ვითარმედ იგი ნათელ-სცემს სულითა წმიდითა, შეუდგეს მას, რაჲთამცა ცნეს, თუ რაჲ აქუს უმეტესი იოვანესა. და იხილე მოსწრაფებაჲ მათი კრძალულებითურთ, რამეთუ არა მოუჴდეს მეყსეულად იესუს და ჰკითხეს მაღალთა რათმე და დიდთა საქმეთათჳს წინაშე ყოველთასა, არამედ ისწრაფეს თჳსაგან სიტყუად მისა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ მოძღურისა მათისა სიტყუანი ჭეშმარიტ იყვნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...ყოველსა ადგილსა საცნაურ არს. ამისთჳსცა იტყჳს იოვანე მახარებელი სახარებასა შინა თჳსსა, ვითარმედ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურია-თა თანა განწმედისათჳს. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად იგინივე მოუჴდეს უფალსა და ეტყოდეს: „რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ რამეთუ არა აქუნდა მათ ქრისტესთჳს ჯეროანი გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ ჰგონებდეს მას კაცსა ლიტონსა, და იოვანეს იტყოდეს დიდად და ფრიად უზეშთაესად კაცთასა და, ხედვიდეს რაჲ, ვითარმედ საქმენი ქრისტესნი აღემატებოდეს და ბრწყინვიდეს, ხოლო იგი დააკლდებოდა, მწუხარე იყვნეს ამას ზედა და მოშურნეობასა მის მათისათჳს არა მივიდოდეს უფლისა. და ვიდრემდის იოვანე იყო მათ თანა, ზედაჲსზედა ასწავლიდა და მიავლენდა ქრისტესა, გარნა ვერ დაარწმუნებდა. ვინაჲთგან უკუე ცნა, ვითარმედ მოიწია აღსასრული მისი, უმეტესი მოსწრაფებაჲ აჩუენა. რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე დაშთენ სრულიად განვრდომილნი და განწვალებულნი ქრისტესგან; რამეთუ იგი პირველითგან მოსწრაფე იყო, რაჲთამცა ყოველნივე მისნი შეაწყნარნა ქრისტესა, ხოლო ვ...

სრულად ნახვა