მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:25

24. რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ.25. და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
25. და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს“ (3,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ შური აქუნდა მარადის მოწაფეთა იოვანეს-თა ქრისტეს მოწაფეთა მიმართ და თავადისაცა ქრისტეს მიმართ; და ვინაჲთგან იხილნეს მოწაფენი მისნი, რამეთუ ნათელ-სცემდეს, იწყეს სიტყუად ნათელღებულთა მიმართ და აქებდიან მათისა მის მოძღურისა ნათლის-ცემასა და მას უაღრჱსად იტყოდიან. ამისთჳს იწყეს სიტყუად ერთისა ვისმე ნათელღებულთაგანისა მიმართ ქრისტეს მოწაფეთა მიერ და ენება დარწმუნებად მისა, არამედ ვერ დაარწმუნებდეს. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანეს-თა ჰურიათა თანა განწმედისათჳს“. იხილე სახიერებაჲ მახარებელისაჲ, ვითარ არა ბრალობით თქუა სიტყუაჲ ესე, არამედ რაოდენ შესაძლებელ არს, განჰკურნებს ცთომასა მათსა და იტყჳს, ვითარმედ გამოძიებაჲ იქმნაო, თუ არა, იგინი ყოველსავე მას შურითა იქმოდეს. და ამას მოასწავებენ შემდგომნი ესე სიტყუანი, რამეთუ მივიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის