მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:22

21. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.22. ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა.23. იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
22. ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ არს ჭეშმარიტებისა უძლიერჱს, ვითარცა-იგი არარაჲ არს ტყუვილისა უუძლურჱს; დაღაცათუ ბევრეულნი საჭურველნი აქუნდენ, უძლურ არს. ეგრეთვე ჭეშმარიტებაჲ, დაღაცათუ შიშუელ იყოს, უშიშვე არს მარადის და უძლეველ. და შუენიერ არს წინაშე მხილველთა მისთა და არა ეშინის მბრძოლთა მისთაგან, ყოვლადვე არა ჰსურის დიდებისათჳს კაცთაჲსა, არამედ ამის ყოვლისა უზეშთაეს არს; და რომელნი მისა მიივლტოდიან უშიშად, დაიცავს ყოვლისაგან ბოროტისა; და მალვისაგან თჳსთა საქმეთაჲსა შორს არს, რამეთუ ყოველი მისი საქმჱ ცხადად ბრწყინავს. ამისთჳსცა ქრისტე ეტყოდა პილატეს, ვითარმედ: „მე მარადის ცხადად ვასწავლიდი და ფარულად არაჲ მითქუამს“. ეგრეთვე აქაცა იქმს, რამეთუ მოვიდა ჰურიასტანად და მუნ ნათელ-სცემდა.

„იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალემსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს“ (3,23). რამეთუ უფალი დღესასწაულთა ქალაქად მოვიდოდა, რაჲ-თა შორის ყოვლისა ერისა იქმოდის სასწაულთა, და შემდგომად დღესასწაულთა კუალად იორდანედ მივიდის, რამეთუ მუნცა მრავალნი შეკრბებოდეს. და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის