თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუმცა სამშჯავროჲ დაედვა და შჯიდა, ჰქონდამცა მათ სიტყუაჲ, რომელ არა მოვიდოდეს მისა, რამეთუ ეშინოდა; ხოლო ვინაჲთგან შენდობად მოვიდა, რად არა მოვიდეს მისა და მიიღეს შენდობაჲ, ვითარცა მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ქმნეს?
არამედ რომელთა-იგი აღირჩიეს უკუე ბნელსა შინა ყოფაჲ და ცოდვასა, ეშინოდა მათ სათნოებისაგან და ამისთჳს აღირჩიეს ვიდრე სიკუდილადმდე ცოდვასა შინა ყოფაჲ. არამედ იტყჳან ვიეთნიმე წარმართნი, რომელთა არა ჰნებავს მოსლვაჲ ნათლად და განშორებაჲ ცოდვისაგან, ვითარმედ: არა არიანა მრავალნი წარმართნი სათნოებისა მოქმედნი და ქრისტეანენი ცოდვილნი? გარნა მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: მრავალნი არიან ქრისტეანენი ცოდვილნი, ხოლო წარმართნი სათნოებისა მოქმედნი არასადა იპოვებიან. ნუ იყოფინ! და ნუ იტყჳ მათთჳს, რომელნი სადამე იპოვნენ ბუნებით არა სიძვისმოყუარენი ანუ არა ვეცხლისმოყუარენი; არამედ პოვე ერთიცა, რომელი წინააღუდგებოდის ბრძოლასა ვნება-თასა, და უკუეთუ სადა ჰპოვო, კაცთა დიდებისათჳს ჰპოვო საქმჱ მისი; და რომელი კაცთათჳს იყოს, მაშინ, ოდესცა პოვოს ჟამი ფარული, ნუ იყოფინ, თუმცა აღჳრ-ასხნა გულისთქუმასა თჳსსა. გარნა რაჲთა არა...