მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 3:18

17. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა.19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 3
18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ძისაჲ, არა ისაჯოს“ (3,18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რომელსა ჰრწმენესო“, არა თუ რომელი გამოეძიებდეს ორგულებით. და უკუეთუ ვინ თქუას: და უკუეთუ ვისმე ჰრწმენეს კეთილად, და საქმენი ბოროტნი აქუნდენ, რაჲ ყოფად არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ესევითართა მათ არცა მორწმუნედ ჭეშმარიტად სახელ-სდებს მოციქული პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „აღიარებენ სიტყჳთ, ხოლო საქმით უარ-ჰყოფენ“ . გარნა მე ამასცა ვიტყჳ, ვი-თარმედ: იტყჳს უფალი, თუ: „რომელსა ჰრწმენეს, არა დაისაჯოს“, ესე იგი არს, ვითარმედ ამის პირისათჳს არა ისაჯოს, ხოლო ბოროტთა მათ საქმეთათჳს მიიღოს უმეტესი საშჯელი; ხოლო ურწმუნოებისათჳს არა ისაჯოს, უკუეთუ მორწმუნე იყოს. ჰხედავა, ვითარ საშინელთა საქმეთაგან იწყო და კუალად საშინელთავე ზედა დაასრულა სიტყუაჲ თჳსი? რამეთუ დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლითა და სულითა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“; აქა დასასრულსა ზედა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“. ხოლო ნუ ჰგონებ, თუ დროებაჲ ესე ერგების რას, რომელი არა ინანდეს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ: უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (8,24).:

...ცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მიღებად საშჯელისა ცოდვათა თჳსთა. ამისთჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯილ არს“, არა ამისთჳს ოდენ, რომელ არა ჰრწმენა, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ წარვალს ტჳრთითა მით პირველთა ცოდვათა თჳსთაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ?“ (8,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ სიბრმჱ და უგულისხმოებაჲ! შემდგომად ესეოდენისა ჟამისა და ესეოდენთა სასწაულთა და სწავლათა ჰკითხვენ: „შენ ვინ ხარ?“ ხოლო იხილე, რაჲ მიუგო უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ“ (8,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ესეცა, რომელ ღირს იქმნებით სიტყუათა ჩემთა სმენად, დიდ არს, არა თუმცა სცანთ, თუ ვინ ვარ, რამეთუ თქუენ ყოველსავე გამოცდით იტყჳთ და არაოდეს ისმენთ სიტყუათა ჩემთა წრფელად, და ძალ-მედვა ამის ყოვლისა მხილებაჲ. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად“ (8,26), ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ მხილებად ოდენ, არამედ ტანჯვადცა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ...

სრულად ნახვა